hr50ეუთოს კორუფციასთან ბრძოლის სახელმძღვანელო. 2016.

სახელმძღვანელო გვთავაზობს არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სამართლებრივ და პოლიტიკის საკითხებში ახალ ტენდენციებს, კორუფციის პრევენციის და აღკვეთის ზომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიზანია ქვეყნებში პოლიტიკის კურსის შემქმნელების და ანტიკორუფციული სააგენტოების ინფორმირება მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.

BI23DCAF-NATO: კეთილსინდისიერების განმტკიცების თვითშეფასების კითხვარი და კოლეგების შეფასების პროცესი: დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი ეროვნული თავდაცვის დაწესებულებებისთვის

სახელმძღვანელო  კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე შეიცავს  კითხვარს, მითითებებს ქვეყანაში პროცესის ორგანიზების შესახებ, წერილის ნიმუშს თავდაცვის მინისტრის ან შეიარაღებული ძალების მეთაურისადმი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს კოლეგების მიერ შეფასება, და ნატოს შეფასების ჯგუფის ვიზიტის ფორმატის მონახაზს. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია დოკუმენტი, რომელშიც ხდება კითხვარის შედეგების აღრიცხვა. მართალია, კეთილსინდისიერების კითხვარი შექმნილია თავდაცვის სფეროსთვის, მისი გამოყენება შეუძლიათ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებსაც.

bi24საერთაშორისო გამჭვირვალობა: მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიზნეს-პრინციპები

სახელმძღვანელო შეიქმნა დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების პროცესში, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები, სახელმძღვანელო შეიქმნა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა საწარმოებს მათი საქმიანობის ყველა ასპექტში მექრთამეობის აღკვეთის ეფექტური მიდგომების შემუშავებაში. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ძირითადი ჩარჩოს შექმნას, რომელიც დაეხმარება საწარმოებს მექრთამეობის საწინააღმდეგო პროგრამების შემუშავებაში, დაგეგმვასა და განმტკიცებაში. სახელმძღვანელო ადგენს მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის მაღალ, მაგრამ მიღწევად სტანდარტს. ბიზნეს-პრინციპები შეეხება როგორც საჯარო მოხელეების მექრთამეობას, ისე მექრთამეობას კერძო პირების ტრანზაქციებში.

 

bi25ნატო (2013): ქცევის კოდექსი

ნატოს ქცევის კოდექსი გამოიყენება ნატოს სამოქალაქო პერსონალის რეგულაციებთან, პერსონალის პოლიტიკასთან და ეროვნულ სამხედრო რეგულაციებთან ერთად. 

 

bi26APEC-ის ანტიკორუფციული ქცევის კოდექსი ბიზნესისთვის 

კოდექსი ანტიკორუფციული ქცევის კოდექსის პრაქტიკული მაგალითია.

bi27OECD: ბიუჯეტის გამჭვირვალობის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, 2002 

ცნობარი განსაზღვრულია წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის მათ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. კონკრეტული ანგარიშები ცნობარში წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის მიზნით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანგარიშგების რეჟიმებია და, შესაბამისად, აქცენტიც შესაძლებელია გამჭვირვალობის სხვა ასპექტზე იყოს. პუბლიკაცია ეფუძნება წევრი-ქვეყნების გამოცდილებას.

bi28მსოფლიო ბანკი: რჩევები კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამისობის საკითხებზე 

გამოცემა შეიცავს სტანდარტებს და პრინციპებს, რომლებსაც ბევრი ინსტიტუტი და ორგანიზაცია აღიარებს საფუძვლად კარგი მმართველობისთვის და თაღლითობის და კორუფციული ქმედებების აღკვეთისთვის. მართალია, ისინი ძირითადად შეეხება ‘სანქცირებულ მხარეებს’, სასურველია მათი განხილვა სხვა ქვეყნების მიერაც. პრინციპები არ არის ყოვლიმომცველი, ექსკლუზიური ან სავალდებულო. მათი მიღება მხარემ შეიძლება გადაწყვიტოს საკუთარი გარემოებების გათვალისწინებით.

bi29საერთაშორისო სავაჭრო პალატა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წესები 

ეს წესები საერთაშორისო სავაჭრო პალატის კორუფციასთან ბრძოლის ქვაკუთხედია და წარმოადგენს როგორც ბიზნესის თვითრეგულაციის ინსტრუმენტს, ისე ორიენტირს მთავრობებისთვის გამოძალვის და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

bi30 CIDS (2014): კეთილსინდისიერების განმტკიცების სამოქმედო გეგმა. სახელმძღვანელო თავდაცვის ორგანიზაციების პრაქტიკოსებისთვის 

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს დაეხმაროს თავდაცვის უწყებების პრაქტიკოსებს, გაატარონ რეალური და გრძელვადიანი ცვლილებები. სახელმძღვანელოში აღწერილია, თუ როგორ უნდა შეაფასონ პრაქტიკოსებმა კორუფციის რისკები და რა ზომები უნდა გამოიყენონ სისუსტეების და ხარვეზების გამოსასწორებლად. პუბლიკაციაში ხაზგასმულია ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობა მკაფიო უფლებამოსილების განსაზღვრისთვის და კონკრეტულ ინსტიტუციურ კონტექსტში შერჩეული მიდგომის მორგებისთვის.

cc5 ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო (2011): რჩევები ეთიკის საკითხებზე ბიზნესთან და წარმოებასთან ურთიერთობისთვის

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ეს რჩევები პირველად გამოსცა 2007 წლის აპრილში. განახლებული გამოცემა მიზნად ისახავს წესების შემდგომ დაკონკრეტებას და გამარტივებას. ახალი ვერსიის შემუშავება მოხდა თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის გეგმის (AEL) ფარგლებში.

bi31 ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო (2010): დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის საკითხებზე სამოქმედო გეგმა

ნორვეგიის თავდაცვის სექტორის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან გამოწვევების და დილემების წინაშე, რომლებიც უკავშირდება ეთიკას და დამოკიდებულებებს, ეს იქნება სამხედრო ოპერაციები, ბიზნესთან და სხვა კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან კონტაქტი და თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა, თუ რუტინული ყოვედღიური საქმიანობა. ამდენად, ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებული სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ეს არის ამ გამოცემის მიზანი, რომელიც წარმოადგენს სამოქმედო გეგმას დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის საკითხებზე.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო (2013): ნორვეგიის თავდაცვის სექტორის ძირეული ღირებულებები

ნორვეგიის თავდაცვის სექტორი მხარს უჭერს ღიაობის,  ფართო აზროვნების, პატივისცემის, პასუხისმგებლობის და გამბედაობის ზოგად ფასეულობებს. ეს სექტორი მოიცავს თავდაცვის სამინისტროს და ოთხ ადმინისტრაციულად დაქვემდებარებულ სააგენტოს. ესენია: ნორვეგიის შეიარაღებული ძალები, ნორვეგიის სამხედრო ქონების სააგენტო, ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი და ნორვეგიის სამხედრო კვლევების უწყება. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ყველა ორგანო უნდა  მისდევდეს ამ გამოცემაში აღწერილ ფასეულობათა სისტემას.

hr51 ეუთოს რჩევათა კრებული ეუთოს პერსონალისთვის უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის საკითხებზე. 2016 

რჩევათა კრებული სთავაზობს ეუთოს პერსონალს რჩევებს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმისადმი კომპლექსური მიდგომის დანერგვის მიზნით. ამ მიდგომის მიზანია დაბალშედეგიანი ფრაგმენტული მხარდაჭერიდან მრავალმხრივ სინერგიებზე გადასვლა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სექტორის მმართველობის და რეფორმის საერთო სტრატეგიული ამოცანების მწყობრ და ეფექტიან მხარდაჭერას. სახელმძღვანელო შექმნილია ეუთოს პერსონალისთვის, თუმცა ის შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო აქტორებისთვისაც, რომლებსაც სურთ გააძლიერონ უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის მხარდაჭერა.

bi33 U4 გამოცემა 2013:8: რა მუშაობს და რატომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში: ძირითადი მეთოდების ცნობარი პრაქტიკოსებისთვის

ეს მოხსენება რჩევათა კრებულია პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ და ახორციელებენ შეფასებებს და კვლევებს ანტიკორუფციულ საკითხებზე. ანტიკორუფციული ჩარევების შედეგების შესასწავლად შეიძლება მთელი რიგი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენება. მართალია, ზოგიერთი მეთოდი უფრო მყარ მტკიცებულებებს იძლევა კონკრეტული შეფასებისთვის ვიდრე სხვა,  საჭიროა ბალანსის პოვნა სიზუსტეს და ხარჯებს შორის და სურვილს და შესაძლებლობებს შორის. დონორებმა უნდა შეარჩიონ კონკრეტული კვლევისთვის შესაფერისი მეთოდები შეფასების კითხვის, პროგრამის მახასიათებლების და მონაცემების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ზედმიწევნითი დაგეგმვის და საკმარისი რესურსების შემთხვევაში, დონორებს შეუძლიათ გამოიყენენონ ამ მოხსენებაში წარმოდგენილი მრავალი მეთოდი. შედეგად, შესაძლებელი გახდება უფრო სანდო შედეგების და სათანადო ცოდნის მიღება იმის შესახებ, თუ რა მუშაობს კარგად ანტიკორუფციულ საქმიანობაში. ეს კი საფუძველს შეუქმნის უფრო ეფექტიან ანტიკორუფციულ ინიციატივებს. U4 ონლაინ რესურს-ცენტრია განვითარების სფეროს მუშაკებისთვის, რომლებსაც სურთ ეფექტურად შეებრძოლონ კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავიანთ საქმიანობაში.

cover compendium NATO-DCAF (2010), კეთილსინდისიერების განმტკიცება და კორუფციის შემცირება თავდაცვის სფეროში: საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

კრებული ერთობლივად შეადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ბრიტანეთი), ნატოს მშვიდობის პროგრამის გუნდმა და DCAF-მა. კრებული ყურადღებას ამახვილებს იმ ცნებებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკას თავდაცვის მართვასა და პოლიტიკაში „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ გზით. ეს ცნობარი  ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს თავდაცვის პერსონალის და თავდაცვის სექტორში დასაქმებული სამოქალაქო პირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის,  რადგან მასში წარმოდგენილი მასალები კეთილსინდისიერების განმტკიცების და ანტიკორუფციული ზომების შესახებ მნიშვნელოვანია ამ აქტორების მიერ უსაფრთხოების მართვისთვისაც.

hr35 DCAF, UNDP (2008), უსაფრთხოების სექტორის საზოგადოებრივი კონტროლი: სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

სახელმძღვანელო ინსტრუქციათა კრებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის იმ როლის შესახებ, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ კონტროლში. მართალია, ბევრმა სამოქალაქო ორგანიზაციამ ხელი შეუწყო უსაფრთხოების სექტორის რეფორმას გარდამავალ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში, მათი პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რჩება. ასევე, ხანდახან ნაკლები ყურადღება ენიჭება სამოქალაქო ორგანიზაციების გრძელვადიან როლს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვაში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გამოცემა ასევე სასარგებლოა დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკის მკვლევარების, უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან.

hr52 ზოგადი ტექნიკური ინსტრუქციები უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე    

ეს ინსტრუქციები საჭირო ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც აინტერესებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და სექტორის დემოკრატიული მართვა. ინსტრუქციების მიზანია ხელი შეუწყოს „გაეროს ერთიანი მიდგომის“ ჩამოყალიბებას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი ეროვნულ დონეზე.

hr42 ჰანს ბორნ, იან ლი (2005), დაზვერვის ანგარიშვალდებულების დანერგვა: დაზვერვის სააგენტოების ზედამხედველობის სამართლებრივი სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა

გამოცემაში კლასიფიცირებული და შეფასებულია სამართლებრივი სტანდარტები დაზვერვის სამსახურების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებზე. მასში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისია როგორც გარდამავალი ქვეყნებისთვის, ასევე კარგად განვითარებული დემოკრატიებისთვის.

hr38ჰანს ბორნ, აიდან უილს, DCAF-ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო (2012), დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობა: რჩევათა კრებული

DCAF-ის რჩევათა კრებული დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობის შესახებ ინსტრუმენტების კრებულია დამოუკიდებელი ორგანოების შექმნის და გაძლიერების საკითხებზე, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებაში, ანალიზში, წარდგენასა და გავრცელებაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს.

hr32 DCAF, Inter-Parliamentary Union (2003), საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორში

პარლამენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვაში და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისგან, რომლებიც კიდევ თავებისგან შედგება, და მისი წაკითხვა შესაძლებელია ორგვარად. მთლიანი ტექსტის წაკითხვა საშუალებას მისცემს მკითხველს სრულფასოვნად გაიაზროს უსაფრთხოების საკითხები და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა. თუმცა, შესაძლებელია იმ ცალკეული თავების წაკითხვაც, რომელიც მომხმარებელს კონკრეტულად აინტერესებს. სარჩევი და მითითებები წყაროებზე ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. სახელმძღვანელო შეიცავს  ჩანართებს, სადაც განმარტებულია ძირითად ტექსტში მოცემული რთული საკითხები, წარმოდგენილია კანონების და რეგულაციების ნიმუშები და სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლის მაგალითები. თითოეული თავი მთავრდება ნაწილით, რომელსაც ჰქვია „რას აკეთებ როგორც პარლამენტარი”, სადაც მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს  ეროვნულ დონეზე.

hr47 OECD, UNODC, The World Bank, (2013), სახელმძღვანელო ბიზნესში ანტიკორუფციული ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე  

სახელმძღვანელო სასარგებლო და პრაქტიკული ინსტრუმენტია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ერთიანად და მარტივად მოიძიონ რჩევები შესაბამისობის საკითხებზე. სახელმძღვანელო მოიცავს სამ ნაწილს, რომელთაგან პირველში მიმოხილულია საერთაშორისო ანტიკორუფციული ჩარჩო, რომელშიც უნდა ოპერირებდნენ საერთაშორისო ბიზნესში ჩართული კომპანიები. მეორე ნაწილი მოკლე შესავალია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასონ კომპანიებმა რისკი და დაიწყონ ეფექტური ანტიკორუფციული და შესაბამისობის პროგრამის შემუშავება. მესამე ნაწილში შეჯამებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.  

hr48 OECD (2010), რჩევები შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე

სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც  სურთ დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და მათი ინიცირებით გააუმჯობესონ საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილე უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობის პრევენცია და დეტექტირება. სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოიყენონ ბიზნეს ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს. პუბლიკაცია რჩევათა კრებულია, რომელიც ეხმარება კომპანიებს დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციისა და დეტექტირებისთვის.

hr49 OECD (2008), OECD-ის ლექსიკონები: კორუფცია – სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონი

ლექსიკონი განმარტავს ძირითად ელემენტებს, რომელთა საფუძველზე ხდება კორუფციის სისხლის სამართლის ქმედებად კვალიფიცირება სამი ძირითადი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. ეს კონვენციებია: OECD-ის კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში უცხოელი სახელმწიფო მოხელეების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ; ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონვენცია კორუფციის შესახებ; და გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ. ლექსიკონის მიზანია დაეხმაროს OECD-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციულ ქსელში შემავალ ქვეყნებს თავიანთ ძალისხმევაში, გარდაქმნან ეროვნული ანტიკორუფციული სისხლის სამართლის კანონმდებლობა აღნიშნული კონვენციების შესაბამისად.

hr45 European Partners against Corruption, European contact point network against corruption (2011), ანტიკორუფციული უწყების სტანდარტები

დოკუმენტში მოცემულია 10 წარმმართველი პრინციპი და პარამეტრი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის ცნების შესახებ. ეს პრინციპები და სტანდარტები არ არის სამართლებრივად სავალდებულო, არამედ უფრო ორიენტირია ორგანიზაციებისთვის. ისინი აღიარებენ, რომ მსოფლიოში არსებობს ბევრი სხვადასხვა მიდგომა და, ამდენად, ითვალისწინებენ კონკრეტული ქვეყნების და ორგანიზაციების პოლიტიკურ და სამართლებრივ თავისებურებებს. 

 

bi34 სამართლებრივი ცნობარი კორუფციის შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად 

გაეროს კონვენცია კორუფციის შესახებ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუციით 58/4 2003 წლის 31 ოქტომბერს. ამ სამართლებრივი ცნობარის მიზანია, სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ კონვენციის რატიფიცირება და განხორციელება, გააცნოს სამართლებრივი მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები და კანონმდებლობის შემუშავების სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტები.

bi35 კორუფციის შესახებ გაეროს კონვენციის ტექნიკური გზამკვლევი

ტექნიკური გზამკვლევი ძირითადად ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ დახმარებაზე, ინსტრუმენტებზე და საუკეთესო გამოცდილებაზე. მისი გამოყენება შეუძლიათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ორგანოებს, რომლებსაც სურთ კონვენციის დებულებების განხორციელება. გზამკვლევის მიზანია გააცნოს მონაწილე სახელმწიფოებს მთელი რიგი პოლიტიკის ოფციები და მოსაზრებები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ კონვენციის განხორციელების პროცესში. გზამკვლევი მხოლოდ განიხილავს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ის არ უნდა ჩაითვალოს სრულ და ამომწურავ სახელმძღვანელოდ ეროვნული პოლიტიკის შემქმნელებისთვის, მით უმეტეს, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული სამართლებრივი სისტემა და ტრადიცია და ინსტიტუციური შესაძლებლობების სხვადასხვა დონე აქვს.

bi36 გაეროს სახელმძღვანელო პრაქტიკული ანტიკორუფციული ზომების შესახებ პროკურორების და გამომძიებლებისთვის

გაეროს ეს სახელმძღვანელო ერთი ნაწილია უფრო სრული მასალების პაკეტისა, რომლის მიზანია მიაწოდოს ინფორმაცია და წყაროები ქვეყნებს, რომლებიც ავითარებენ და ახორციელებენ ანტიკორუფციულ სტრატეგიებს ყველა დონეზე. სახელმძღვანელო ასევე განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც მუშაობს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.

bi37 გაეროს გზამკვლევი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებზე

გზამკვლევი შეიცავს კორუფციის პრობლემის ხასიათის და მასშტაბის ზოგად აღწერილობას და ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი ელემენტების აღწერას, ის გამოდგება პოლიტიკური საჯარო მოხელეებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებისთვის.

bi38 გაეროს ანტიკორუფციული ინსტრუმენტების კრებული

რჩევათა კრებულში  მოცემულია კონკრეტული ინსტრუმენტების დეტალური ნუსხა იმ მოხელეებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ელემენტების შემუშავებაზე და ამ ელემენტების ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოდ ფორმულირებაზე, ასევე იმ მოხელეებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაა ცალკეული ელემენტების შემუშავება და განხორციელება, რჩევათა კრებულში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ცალკეული ინსტრუმენტები ან მათი კომბინაციები. ეს მაგალითები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმუშავებს ან არ იმუშავებს  კონკრეტული პროგრამა და თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის ადაპტირება ან მოდიფიცირება კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

bi39 გაეროს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების კრებული კორუფციის საკითხებზე

კრებული დამხმარე ლიტერატურაა, რომელშიც თავმოყრილია ამ საკითხზე ყველა ძირითადი გლობალური და საერთაშორისო ხელშკრულება, შეთანხმება, რეზოლუცია და სხვა ინსტრუმენტი. ეს მოიცავს როგორც სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს, ისე „რბილ კანონებს“ ან ნორმატიულ ინსტრუმენტებს, რომლებიც არასავალდებულო სტანდარტებია.

 

bi41 რესურსების კრებული სასამართლოს კეთილსინდისიერების და ქმედითობის განმტკიცების საკითხებზე

კრებულის მიზანია დაეხმაროს და ინფორმაცია მიაწოდოს მათ, ვისაც ეხება ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმირება და განმტკიცება. კრებულის მიზანია, ასევე, მოემსახუროს განვითარების პროგრამებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ტექნიკური დახმარების გამწევ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ ამ პროცესებს.

 

bi42 საზოგადოებრივი მხარდაჭერის განმტკიცება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ მიმოხილვას იმისა, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს უწყებამ მედიასთან საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რჩევების მიზანია ასწავლოს  ორგანიზაციებს, თუ როგორ წარმოადგინონ თავიანთი თავი, თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა და როგორ მოიძიონ მოკავშირეები მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში. ნაშრომის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ანტიკორუფციულ სააგენტოებს უფრო ეფექტურად ებრძოლონ კორუფციას.

bi43 ანტიკორუფციული ზომების ცნობარი საჯარო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მართვის პროცესში 

ცნობარი საჯარო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემების მიმოხილვაა და წარმოადგენს დამხმარე მასალას მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ცნობარი მიმოიხილავს საუკეთესო გამოცდილებას UNCAC-ის მე-9-ე მუხლის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს საჯარო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მართვის სათანადო სისტემების დანერგვას.

 

ni45გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების პრინციპები ლობირების პროცესში

OECD-ის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების პრინციპები ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ლობირების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების გადაწყვეტაში. ეს პრინციპები OECD-ის ზოგადი სტრატეგიის ნაწილია და ესწრაფვის დანერგოს უფრო მტკიცე და სამართლიანი ეკონომიკა. ეს ერთადერთი საერთაშორისო პრინციპებია, რომლებიც შეეხება ლობირებასთან დაკავშირებულ წუხილებს. პრინციპები აყალიბებს მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მოთხოვნები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს პრინციპები OECD-ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც გულისხმობს უფრო ძლიერი, სამართლიანი და „სუფთა“ ეკონომიკის შექმნას.

bi46 გლობალური ანტიკორუფციული ინიციატივა (GAIN)

GAIN-ის ამოცანაა ჩართოს ანტიკორუფციული გადაწყვეტები მომსახურებაში და ამით ხელი შუწყოს განვითარების ათასწლეულის გამოწვევის და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნების დაჩქარებულ შესრულებას; სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის შესრულების და კორუფციის პრევენციის მიზნით; კორუფციის რისკების შემცირებას კლიმატის და ბუნებრივი რესურსების მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას; ქალების და ბავშვების უფლებების გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით; კორუფციასთან ბრძოლაში მმართველობის და ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებას.

 

bi49 ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 

სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა სუბრეგიონული შეფასების პროგრამაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში. პროგრამა მხარს უჭერს ანტიკორუფციულ რეფორმებს ქვეყნების შეფასების და იმ რეკომენდაციების შესრულების მუდმივი მონიტორინგის გზით, რომლებიც  მხარს უჭერენ გაეროს კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა:

  • აფასებსკორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს;
  • მონიტორინგს უწევს რეკომენდაციების შესრულებას.

შედეგები განიხილება რეგიონულ შეხვედრებზე და ქვეყნდება ანგარიშების სახით.

 

bi50 UNCAC-ის თვითშეფასებები: მინიმუმზე მეტი

კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის თვითშეფასების პროცესი ანტიკორუფციული პოლიტიკის და პროგრამების შესახებ ეროვნული  დიალოგის გამართვის და კორუფციის შემცირების რეფორმის სტიმულირების საშუალებას იძლევა. ეს პრაქტიკული ცნობარი წარმოადგენს მეთოდოლოგიას ეროვნულ დონეზე დაინტერესებული მხარეებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს UNCAC-ის განხორციელების რთული და მონაწილეობაზე დაფუძნებული თვითშეფასება.