შეიარაღებული ძალების პროგრამებზე დაფუძნებული განვითარება ან თავდაცვის რესურსების პროგრამებზე დაფუძნებული მართვა  წარმოადგენს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას მოკლევადიანი პროგრამების გზით. ეს პროგრამები დეტალურად აღწერენ, თუ როგორ გარდაიქმნება რესურსების განაწილება მოკლე ვადებში ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში. შეიარაღებული ძალების პროგრამული განვითარების უპირატესობა მისი მოქნილობაა გრძელვადიან დაგეგმვასთან შედარებით. მას ახასიათებს მკაცრი საბიუჯეტო პუნქტების დაცვა, გარემოს ცვლილებების მხედველობაში მიღება და აქცენტი კონკრეტული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.

რა არის შეიარაღებული ძალების პროგრამული განვითარება?

შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამები ასრულებს პოლიტიკის მოთხოვნების ბიუჯეტთან დაკავშირების და გრძელვადიანი ხედვის მოკლევადიან გეგმებთან დაკავშირების როლს. შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამები მთლიანი თავდაცვის პროგრამების ნაწილია, რომლებიც ასევე მოიცავს ბიუჯეტის მართვის გეგმებს, შეძენის გეგმებს, პერსონალის დაქირავების გეგმებს, განათლების და ტრენინგის გეგმებს, მომარაგების გეგმებს და შესყიდვების გეგმებს.

რატომაა მნიშვნელოვანი?

შესაძლებლობებზე ორიენტირებული პროგრამა საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებებს, უკეთ დაინახონ მათ მიერ რესურსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები პოლიტიკისთვის, ანუ  ის, თუ როგორ გარდაიქმნება მათი გადაწყვეტილებები რესურსების მართვის შესახებ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებად და ეროვნული თავდაცვის პოლიტიკად და მიზნებად.[1]

თავდაცვის პროგრამები მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. გარდა იმისა, რომ ეს პროგრამები მნიშვნელოვანია დაგეგმვის პროცესში, ისინი ხელს უწყობენ მკაცრი ზედამხედველობის განხორციელებას. სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელებს, რომლებიც იღებენ განახლებულ ინფორმაციას თავდაცვის პროგრამების მსვლელობის შესახებ, შეუძლიათ  რეალისტურად შეაფასონ თავდაცვის რეფორმის მდგომარეობა და გარდაქმნაზე მიმართული ძალისხმევა და, საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ზომები მიიღონ. ინფორმაცია თავდაცვის პროგრამების შესახებ ასევე ეხმარება ზედამხედველობას და აუდიტს, რომელსაც ახორციელებს საკანონმდებლო ორგანო და სპეციალიზებული უწყებები, მაგალითად,  აუდიტის ეროვნული სააგენტო.[2]

თავდაცვის რესურსების პროგრამული მართვა ეფექტიანი ინსტრუმენტია თავდაცვის გარდაქმნის მართვისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობას, დემოკრატიულ კონტროლს და ანგარიშვალდებულებას. ამ პროცესის საშუალებით შესაძლებელი ხდება თავდაცვის პოლიტიკის დაკავშირება ფულადი რესურსების განაწილებასთან – “ფასის ხარისხთან შესაბამისობის“ პრინციპის დაცვით – და შეიარაღებული ძალების ზედამხედველობა. ის ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო მოსახლეობის მონაწილეობას თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში და თავდაცვის ხარჯების ეფექტიან, განჭვირვალე და ეკონომიკურად ქმედით მართვას.[3]

როგორ მუშაობს?

თავდაცვის პროგრამების საშუალებით რესურსები გარდაიქმნება შესაძლებლობებად. პროგრამებს იერარქიული სტრუქტურა აქვთ და შეიცავენ პროგრამებს და ქვეპროგრამებს.  რეკომენდებულია, რომ ქვეყნებმა, რომლებიც გეგმავენ თავდაცვის რესურსების პროგრამულ მართვას,  დაიცვან შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • პროგრამებმა – რაც შეიძლება ნათლად და მჭიდროდ – უნდა დააკავშიროს ხარჯები პროდუქტთან (შესაძლებლობებთან)
  • პროგრამები უნდა იყოს კომპლექსური და არ უნდა უშვებდეს პროგრამის მიღმა ხარჯების გაწევას; ისინი უნდა იყოს გამჭვირვალე და აგარიშვალდებული ყველა ეტაპზე
  • პროგრამების განვითარების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა ძირითად მხარეს
  • პროგრამები უნდა იყოს ობიექტური და მართვადი [4]

თავდაცვის პოლიტიკა და ეროვნული უსართხოების პოლიტიკა საფუძველია ამ პროცესისათვის, რომელშიც საჭიროებები, არსებული შესაძლებლობები, პოტენციური საფრთხეები, ხელმისაწვდომი და მომავალი რესურსები შეფასდება განვითარების პროგრამების ან გეგმების შემუშავების მიზნით.

ვინ მონაწილეობს?

თავდაცვის რესურსების პროგრამებზე დაფუძნებული მართვის სისტემა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. პროგრამების შემუშავებისთვის სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას
  2. პროგრამების და მათი ალტერნატივების შემუშავებას
  3. პროგრამების გადახედვას, რაც სრულდება თავდაცვის პროგრამის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით
  4. ბიუჯეტის დაგეგმვას
  5. ბიუჯეტის შესრულებას
  6. ანგარიშგებას
  7. აუდიტს

პროგრამების შემუშავების სახელმძღვანელო მითითებები, რომელსაც, როგორც წესი, გამოსცემს თავდაცვის სამინისტრო, განსაზღვრავს თავდაცვის მკაფიო ამოცანებს, ძირითად მოთხოვნებს, პრიორიტეტებს, მთლიან ბიუჯეტის დონეს და წინასწარ საბიუჯეტო კვოტებს თითოეული ძირითადი პროგრამისთვის, წარმოადგენს თავდაცვის პროგრამების ღირებულების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას, ანაწილებს პასუხისმგებლობებს და ადგენს განრიგს. პროგრამების შემუშავება ექსპერტული სამუშაოა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ფართო, სპეციალიზებულ ცოდნას და გამოცდილებას შესაბამის სფეროში. ექსპერტები გადახედავენ პროგრამის პროექტს და შეაფასებენ მის შესაბამისობას   სახელმძღვანელო მითითებებთან. ზემდგომი ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას პროგრამების და მათი ალტერნატივების დაფინანსების შესახებ. გადაწყვეტილება შემდეგ ჩაიწერება დოკუმენტში, რომელსაც ხშირად ეწოდება „პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მემორანდუმი“, რომელიც – თავდაცვის მინისტრის მიერ სანქცირების შემდეგ – წარმოადგენს როგორც პოლიტიკის, ისე საბიუჯეტო გადაწყვეტილებების შესახებ თავდაცვის სფეროს უმაღლესი ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციას.[5]

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector.  Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance.

DCAF –UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2006) Military Ombudsmen. Backgrounder.

Security Sector Governance and reform. Backgrounder.     

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder.    

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder.    

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder.    

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009)

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times, Cranfield Defence Management Series, Number 3, Routledge 2011.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE, Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security. December 1994.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები

 

[1] Todor Tagarev, ‘Introduction to Programme-Based Force Development’, Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. p. 85.

[2] Todor Tagarev, ‘Introduction to Programme-Based Force Development’ p. 78.

[3] იგივე, p. 92.

[4] იგივე, p. 82.

[5] იგივე, p 90-92.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk