უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ დებულებებს, რომლებიც შეეხება ყველა საჯარო ინსტიტუტს. ეს არის კანონები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეხება უსაფრთხოების სექტორს ან მასზე ახდენს ზემოქმედებას და კანონმდებლობა, რომელიც შექმნილია კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორისთვის. საკონსტიტუციო დებულებები და სხვა ზოგადი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება უსაფართხოების სექტორთან მიმართებით, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ ეროვნულ კონტექსტზე. არ არსებობს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის უნივერსალური მოდელი, მაგრამ ყველა იურისდიქციაში პრეცედენტულ კანონმდებლობაში შეიძლება მოიძიოს რიგი პრეცედენტები. უსაფრთხოების სექტორის ეროვნული კანონმდებლობა უდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, აგრეთვე ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებას და კონვენციას, რომლის მონაწილეც არის ეს კონკრეტული სახელმწიფო.

ეროვნული კანონმდებლობა

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა კონკრეტული ქვეყნისთვის შექმნილი სპეციფიკური კანონების, წესების და რეგულაციების კომპლექსური ერთობლიობაა. თუმცა, არსებობს სტანდარტები, პრინციპები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს უსაფრთხოების სექტორის ეროვნული კანონმდებლობა. ქვემოთ ჩამოთვლილია უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანობის და ქმედითობის უზრუნველყოფის მიზნით. ესენია:

  • დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლი
  • კანონის უზენაესობა
  • ზედამხედველობა
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება
  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • ეფექტიანობა
  • ქმედითობა
  • რეაგირება
  • თანასწორობა
  • მოქნილობა
  • პლურალიზმი
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება
  • ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა
  • მდგრადობა

აღსანიშნავია, რომ საკმარისი არაა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული კანონების ქაღალდზე არსებობა. ამ კანონების აღსრულება და მათი აღსრულებისთვის საჭირო ქმედითი ინსტრუმენტების არსებობა, ისევე, როგორც შედეგების მონიტორინგი და შეფასება, ისევე მნიშვნელოვანია როგორც თვითონ კანონები. კიდევ ერთი გადამწყვეტი კომპონენტია ისეთი სანქციების მექანიზმების არსებობა, რომელთა საშუალებით ხდება გადახვევების შეფასება, კორექტირება და თავიდან აცილება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

ინსტიტუციური სისტემა, რომელსაც ეყრდნობა უსაფრთხოების სექტორი, კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა იცავდეს კარგი მმართველობის პრინციპებს. ეს უნდა იყოს განმტკიცებული მათი შესრულების და განხორციელების საჭირო ინსტრუმენტებით. უნდა მოხდეს შესრულების ხარისხის ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება. უდავოა, რომ უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა იყოს განსაჯაროვებული.

ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ შეეხება უსაფრთხოების სექტორს, შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. ის შეიძლება შეეხებოდეს უსაფრთხოების სექტორის კონკრეტულ შტოს ან საქმიანობას.

  • თავდაცვის კანონმდებლობა

თავდაცვის ეროვნული კანონმდებლობა მოიცავს ყველა კანონს, რომელიც შეეხება ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტების როლს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, ისევე, როგორც წესებს, რომლებიც არეგულირებენ ეროვნული თავდაცვის პროცედურებს. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების უფლებებს და მოვალეობებს; სამინისტროების ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს; პირობებს, რომლებშიც ხორციელდება ეროვნული თავდაცვა; პირობებს, რომლებშიც ყველა სხვა თავდაცვის ოპერაცია ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ფინანსურ მართვას და ადმინისტრაციულ რეგულაციებს; სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობებთან დაკავშირებულ წუხილებს და სხვა. თავდაცვის კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ყველა რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტს და საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც შეეხება კარგ მმართველობას. ეს მოიცავს დემოკრატიულ კონტროლს; ანტიკორუფციული საქმიანობის და კეთილსინდისიერების განმტკიცების კონტროლს; ქცევის კოდექსს; ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას; ზედამხედველობის, მონიტორინგის და შეფასების პროცედურებს; გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რეაგირებას და ეფექტურობას.

  • სამხედრო სამართალი

„სამხედრო სამართალი განსხვავებული სამართლებრივი სისტემაა, რომელიც მოქმედებს შეიარაღებულ ძალებთან, და, ზოგ შემთხვევაში, სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით. სამხედრო სამართლის ძირითადი მიზანია შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის და წესრიგის შენარჩუნება. სამხედრო სამართლის სტრუქტურა, წესები და პროცდურები შეიძლება ძირეულად განსხვავებული იყოს შესაბამისი სამოქალაქო სტრუქტურის, წესების და პროცედურებისგან. ჩვეულებრივ, სამხედრო სამართალი მოითხოვს ცალკე სასამართლო სისტემას, რომელსაც უფრო მკაცრი წესები და პროცედურები აქვს შეიარაღებული ძალების დისციპლინირებულობის და საბრძოლო მზაობის უზრუნველყოფის მიზნით. ამან შეიძლება აღძრას კითხვები სამოქალაქო პრინციპების პრიორიტეტულობის ან საერთაშორისო სტანდარტებთან – მაგალითად, ადამიანის უფლებების და სამართლიანი გასამართლების გარანტიების – შესაბამისობის საკითხებთან დაკავშირებით.“

წყარო: DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Military Justice.  

სამხედრო სამართალი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის იგივე სტანდარტებით და პრინციპებით უნდა იმართებოდეს, რითიც უსაფრთხოების სექტორის ყველა სხვა კომპონენტი. აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ნებისმიერი სასამართლო სისტემის მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე და კეთილსინდისიერებაზე. ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ზოგადად, სამხედრო სასამართლო სისტემა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს[1]:

  • სამხედრო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას კანონით ან კონსტიტუციით და უნდა წარმოადგენდეს საერთო სასამართლო სისტემის განუყოფელ ნაწილს
  • სამხედრო ტრიბუნალი პატივს უნდა სცემდეს და იყენებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან გასამართლებას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს
  • განსაკუთრებული მდგომარეობის ან კრიზისის დროს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იყოს დაცული
  • შეიარაღებული კონფლიქტების დროს, სამხედრო სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს ჰუმანიტარული კანონმდებლობით და ჟენევის კონვენციის დებულებებით, რომლებიც შეეხება სამხედრო ტყვეების მოპყრობას
  • სამხედრო სასამართლომ არ უნდა ჩაატაროს სამოქალაქო პირის პროცესი
  • სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის მოტივით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევები უნდა განიხილებოდეს სამოქალაქო სასამართლოში
  • არასრულწლოვანის საქმის განხილვა არ უნდა მოხდეს სამხედრო სასამართლოში
  • სამხედრო სასამართლოს იურისდიქცია მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ხასიათის დანაშაულით, რომელიც ჩაიდინა სამხედრო პერსონალმა
  • ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა განიხილოს სამოქალაქო სასამართლომ
  • მკაცრად უნდა განისაზღვროს შემთხვევები, რომლებიც მოითხოვს სამხედრო საიდუმლოების დაცვას
  • სამხედრო ციხე უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა იყოს ღია შიდა და საერთაშორისო ინსპექტირების ორგანოებისთვის
  • ჰაბეას კორპუსის გარანტიები
  • კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის უფლება
  • საჯარო მოსმენები უნდა იყოს წესად დანერგილი
  • თავდაცვის უფლება და სამართლიანი და მიუკერძოებელი გასამართლების უფლება
  • სამხედრო სასამართლოს პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს დანაშაულის მსხვერპლის და მისი სამართალმემკვიდრეების უფლებების ეფექტიან დაცვას
  • გასაჩივრების პროცედურები, განსაკუთრებით აპელაცია, უნდა განიხილოს სამოქალაქო სასამართლომ
  • ის ფაქტი, რომ პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია დარღვევაზე, მოქმედებდა ზემდგომის ინსტრუქციით, არ უნდა ათავისუფლებდეს მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ასევე, ზემდგომი პირი არ თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დარღვევაზე, რომელიც ჩაიდინა მისმა დაქვემდებარებულმა პირმა
  • არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოტანილი ან აღსრულებული სასიკვდილო განაჩენი
  • სამხედრო სამართლის კოდექსი უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ სისტემატურ გადახედვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მეთოდით. ამის მიზანია უზრუნველყოს, რომ სამხედრო ტრიბუნალი შეესაბამება კონკრეტულ ფუნქციურ საჭიროებას და არ იჭრება სამოქალაქო სასამართლოს იურისდიქციაში.

 

  • სამართალდაცვის კანონმდებლობა 

პოლიცია სამოქალაქო ძალაა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე და დეტექციაზე და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე.[2] ეროვნული კანონმდებლობა პოლიციის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული პოლიციის პრინციპებს:

  • მოქალაქეების საჭიროებების მიმართ სენსიტიურობა
  • დემოკრატიული კონტროლი
  • სამართალდაცვის საერთაშორისო სტანდარტები
  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
  • პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება
  • ადამიანის უფლებების და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა
  • ზედამხედველობა

პოლიციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ქცევის და ეთიკის კოდექსებს, კანონმდებლობა უნდა აკონკრეტებდეს მანდატებს და ადგენდეს ძალის, განსაკუთრებით მომაკვდინებელი ძალის, გამოყენების ფარგლებს. კანონმა ასევე უნდა განსაზღვროს დასჯადი საქციელი, სანქციების მექანიზმები, როლები და პასუხისმგებლობები, და მოახდინოს ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსტიტუციონალიზაცია.

  • კანონმდებლობა დაზვერვის შესახებ

აუცილებელია არსებობდეს კანონმდებლობა დაზვერვის სამსახურების შესახებ ამ სამსახურების განსაკუთრებული ბუნების და მასთან დაკავშირებული საკითხების გასაიდუმლოების კულტურის გამო. კანონის უზენაესობის დასაცავად და ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად, დაზვერვის სააგენტოები უნდა შეიქმნას კანონის საფუძველზე და მათი ფუნქციები და უფლებამოსილება უნდა ეყრდნობოდეს საკანონმდებლო ბაზას. უნდა მუშაობდეს სამართლებრივი კონტროლის სისტემა იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებული უფლებები არ აღემატებოდეს სამართლებრივად დადგენილ პარამეტრებს. დაზვერვის სამსახურის ზედამხედველობა აუცილებელია როგორც სამსახურის შიგნით, ისე აღმასრულებლის, პარლამენტის და გარე და დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების მხრიდან. ამ პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს სამოქალაქო საზოგადოება და მედიაც.

  • ზედამხედველობა

უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო ზედამხედველობის ძირითადი განმახორციელებელია პარლამენტი და მისი კომიტეტები. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას, აუდიტის ინსტიტუტებს, ინსპექტორებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, ომბუდსმენს, სხვა სპეციალურ კომიტეტებს, მედიას, ინტერესთა ჯგუფებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ ზედამხედველობის პროცესში.

სამოქალაქო საზოგადოებას და მის ორგანიზაციებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. ისინი აფასებენ და დეტალურად სწავლობენ უსაფრთხოების სექტორის მუშაობის ხარისხს, წარმოადგენენ რჩევებს და ექსპერტულ აზრს, ანალიზს, რეკომენდაციებს და ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მათ, ასევე, შეუძლიათ წარმოადგინონ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტების შემუშავებაში და კანონების გადახედვაში.

მედია უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მედიას შეუძლია საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოების სექტორის საკითხებზე და საკომუნიკაციო არხის შექმნა საზოგადოებას და მთავრობას შორის.

უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა შეიძლება შეეხებოდეს მრავალ სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანობას, კანონმდებლობის აღსრულებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ფინანსურ ზედამხედველობას და სამხედრო და სამოქალაქო პირების ადამიანის უფლებების დაცვას. ზედამხედველობა ფართო ცნებაა და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მმართველობაში. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ზედამხედველობის როლი აღიარებული იყოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობაში, ხოლო მისი პრაქტიკაში განხორციელება კი – ინსტიტუციონალიზებული.

საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

მტკიცე და ქმედითი საკანონმდებლო ჩარჩო პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დასანერგად. ეროვნული კანონმდებლობა უნდა ასახავდეს საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებს შეძლებისდაგვარად და უნდა ნერგავდეს მათ შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტებს და მექანიზმებს. ამ სტანდარტებში იგულისხმება საბაზისო კანონმდებლობა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა, აგრეთვე, ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ზედამხედველობა და მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები. ასეთი მიდგომა საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებისადმი უნდა იყოს ინკლუზიური და ღია. უნდა არსებობდეს საუკეთესო საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარების სურვილი და მისი დანერგვისთვის საჭირო მექანიზმები. მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის და გარემოებების გათვალისწინება. არ შეიძლება კანონების პირდაპირ გადმოწერა. იმისათვის, რომ კანონმდებლობა ეფექტიანი იყოს, აუცილებელია სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის გამოყენება კონკრეტულ კონტექსტში. უსაფრთხოების სექტორის კანონები უნდა შეიცავდეს მაკორექტირებელ მექანიზმებს, რომლებიც გულისხმობს სანქციებს და აკრძალვებს და გამართულ სასამართლო სისტემას. აღსანიშნავია, რომ მხილების და საჩივრების მექანიზმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანამდებობის ბოროტად გამოყენების დეტექტირებისა და პრევენციისთვის. არსებობს ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკანონმდებლო ინსტიტუტები, რომლებსაც შეიძლება მიმართონ სახელმწიფოებმა, ჯგუფებმა და ინდივიდებმა თავიანთი უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

law-book-1

ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების სექტორს, და სხვა სასარგებლო სამართლებრივი რესურსები და ინსტრუმენტები:

familiar-insurance-symbol-freepik ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები

gavel-by-epiccoders  სასჯელაღსრულების სისტემა

police-arrest  სამართალდამცავი სისტემა

balance-freepik  სამართლის აღსრულება

peace-dove-freepik  მშვიდობა და განვითარება

no-entry-sign-freepik  დანაშაული

control-freepik  მოქალაქეობა

voluntary-service  ჰუმანიტარული კანონმდებლობა

gender-equality-freepik  გენდერი

stop  ანტიკორუფციული კანონმდებლობა

law-book  სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტები

repair-tools-freepik  ინსტრუმენტები

წყაროები:

DCAF, Toolkit: Legislating for the Security Sector.

On Military Justice:

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Military Justice.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Principles Governing the Administration of Justice through Military Tribunals.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: The South African Military Discipline Supplementary Measures Act.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: The Colombian Military Criminal Code.

On democratic policing legislation and good practices:

DCAF (2015), Training Manual on Police Integrity.

DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The European Code of Police Ethics.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: 10 Basic Human Rights Standards for Law Enforcement Officials

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Swedish Police Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Japanese Police Law and The Police Duties Execution Law.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: Republic of South Africa Police Service Act 68, 1995

DCAF (2009), Legislating for the Security Sector Toolkit: International Police Standards guidebook on Democratic Policing.

OHCHR (1997), International Human Rights Standards for Law Enforcement: A Pocket Book on Human Rights for the Police

On Intelligence Services Oversight and Standards:

DCAF (2015), Legislating for the Security Sector Toolkit:  International Standards for Financial Oversight in the Security Sector.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Intelligence Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Compilation of Good Practices for Intelligence Agencies and their Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Canadian Security Intelligence Service Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Netherlands Intelligence and Security Services Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Argentinian National Intelligence Law

Hans Born, Ian Leigh, (2005) Making Intelligence Accountable: Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies.

Hans Born, Adrian Wills (2012) Overseeing the Intelligence Services. A Toolkit.

On Oversight:

Council of Europe Commissioner for Human Rights (2015), Issue Paper on Democratic and Effective Oversight of National Security Services.

DCAF, NATO (2015), Oversight and Guidance: Parliaments and Security Sector Governance.

DCAF (2015), Financial Oversight of the Security Sector a Toolkit for Trainers.

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

Hans Born, Ian Leigh, (2005) Making Intelligence Accountable: Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies.

Hans Born (2015), Parliamentary Oversight of the Security Sector.

Hans Born, Adrian Wills (2012) Overseeing the Intelligence Services. A Toolkit.

 

[1] წყარო: DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Principles Governing the Administration of Justice through Military Tribunals.

[2] DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

[3] იხილეთ: http://rightsinfo.org/the-rights-in-the-european-convention/

 

© Icon Credit: Designed by Freepik from www.flaticon.com


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk