სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სათემო ჯგუფები) უსაფრთხოების საკითხებში ჩართვა ხელს უწყობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების და მმართველობის პროცესებში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ აქტიური მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ საზოგადოებებს უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის მონიტორინგის და ამ საზოგადოებებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერის გზით. სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა პარლამენტთან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორის მდგრადი დემოკრატიული მართვის დანერგვის და მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ უსაფრთხოების არსებული კლიმატის, ადამიანთა უფლებების დარღვევების და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით საკომიტეტო მოსმენებზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების გაჯანსაღებას საზოგადოების უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. გარდა ამისა, სპეციალიზებული სამოქალაქო ორგანიზაციები,  მაგალითად, ქალთა ორგანიზაციები, განახორციელებენ კონტროლს და ანალიზს მათი მიზნობრივი ჯგუფების მიმართ მუქარისა და დარღვევების შემთხვევებში; აგრეთვე, შეისწავლიან საზოგადოების მიერ უსაფრთხოების თემების აღქმას და ანგარიშებს წარადგენენ დარღვევების შესახებ. საერთო ჯამში, ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმართონ მეტად მნიშვნელოვანი დიალოგი და თანამშრომლობა და გააერთიანონ მოქალაქეები, დემოკრატიული ინსტიტუტები და უსაფრთხოების სექტორის სააგენტოები უსაფრთხოების მიწოდებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.

მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს უსაფრთხოების ინსტიტუტების მმართველობას საგამოძიებო ჟურნალისტიკის საშუალებით და უზრუნველყოს პლატფორმა ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიისთვის, რაზეც წვდომა ექნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

უსაფრთხოების და მართლმსაჯულების ინსტიტუტებში დარღვევების გამოძიებითა და გაშუქებით, მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ დაეხმარონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების და მართვისა და მმართველობის სისტემებში წარუმატებლობის გამოვლენას.

გარდა ამისა, ბეჭდურ და ელექტრონულ მედია საშუალებებში შეიძლება აისახოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის ღონისძიებები უსაფრთხოების ინსტიტუტებში და ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის შესახებ. უფრო მეტიც, მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების დამკვიდრებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით. ამის საშუალებას მედიას აძლევს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელსაც ის იყენებს კორუფციული დარღვევების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გასაშუქებლად.

წყაროები: 

Eden Cole, Kerstin Eppert and Katrin Kinzelbach (eds.), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.(Bratislava: Valeur for UNDP, 2008).


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk