ადამიანის უფლებების ომბუდსმენს/ომბუდსმენის ინსტიტუტს შეუძლია შეასრულოს სპეციალიზებული ფუნქციები, როგორიცაა მონიტორინგი, ზედამხედველობა, მოლაპარაკება და გამოძიება სამხედრო, სამართალდამცავ და სადაზვერვო უწყებებში. ზოგიერ ქვეყენაში, მსგავსი ფუნქციის შესრულება შუძლია უსაფრთხოების სექტორის უწყების გენერალურ ინსპექტორს. ზოგადად, ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს ადამიანის უფლებების ომბუდსმენის ინსტიტუტი, არსებობს გამოწვევა, რომ ინსტიტუტმა რაღაც ფორმით მონიტორინგი გაუწიოს უსაფრთხოების სექტორს.

რა არის ომბუდსმენის ინსტიტუტი?

ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის განსაზღვრებით, ომბუდსმენის ინსტიტუტი არის:

სამსახური, რომელიც იქმნება კონსტიტუციის საფუძველზე ან საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის აქტის საფუძველზე და რომელსაც სათავეში უდგას დამოუკიდებელი მაღლჩინოსანი სახელმწიფო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის მიმართ; იღებს მოქალაქეების საჩივრებს სახელმწიფო დაწესებულებების, მოხელეების და თანამშრომლების წინააღმდეგ ან თავისი ინიციატივით მოქმედებს; და აქვს უფლებამოსილება გამოიძიოს, დაადგინოს მაკორექტირებელი ქმედებები და წარმოადგინოს ანგარიშები.[1]

დინ გოტერერი, აშშ-ს ომბუდსმენთა ასოციაციის ყოფილი პრეზინდენტი, თვლის, რომ ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლობა
  • მიუკერძოებლობა და სამართლიანობა
  • დამაჯერებელი გადახედვის პროცესი
  • კონფიდენციალობა

ომბუდსმენის ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეს ძალზე კონკრეტული სამოქმედო არეალი, დაწყებული საბანკო საქმეებიდან, დამთავრებული ადამიანის უფლებებით და სხვა საკითხებით. უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული საკითხები  შედის  ომბუდსმენის/ომბუდსმენის იმ ინსტიტუტების კომპეტენციაში, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე და პოლიციის და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საჩივრებზე.

როგორ მუშაობს?

ომბუდსმენის ამოცანაა დაიცვას ადამიანები უფლებების დარღვევისგან, ძალაუფლების გადამეტებისგან, შეცდომებისგან, უგულისყურობისგან, უსამართლო გადაწყვეტილებებისგან და ცუდი ხელმძღვანელობისგან. ამ ამოცანის შესრულებით, ომბუდსმენი ხელს უწყობს საჯარო ადმინისტრაციის გაუმჯობესებას და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. სამხედრო ომბუდსმენი იცავს სამხედრო პერსონალის უფლებებს და ხელს უწყობს შეარაღებული ძალების დემოკრატიულ და სამოქალაქო კონტროლს. ომბუდსმენს აქვს უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის და სამინისტროების საქმიანობას და შედეგად, შეიმუშაოს რეკომენდაციები. ომბუდსმენმა უნდა გააცნოს საზოგადოებას ზედამხედველობის შედეგები. ხშირად ომბუდსმენის ინსტიტუტები თავის უფლებამოსილებას ასრულებენ შემდეგი გზით:[2]

  • იღებენ და იძიებენ საჩივრებს ინდივიდებისგან, იურიდიული პირებისგან და ჯგუფებისგან
  • მონიტორინგს უწევენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს
  • ემსახურებიან საზოგადოების და მთავრობის მოხელეების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების საკითხებზე
  • მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და გაუმჯობესებაში[3]
  • აწარმოებენ გამოძიებას
  • ამზადებენ ანგარიშებს და რეკომენდაციებს

როგორი უნდა იყოს ქმედითი ომბუდსმენის ინსტიტუტი?

ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა რელევანტური მხარის ინტერესს და საჭიროებებს. ომბიუდსმენის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას მყარ სამართლებრივ საფუძვლებზე.

ომბუდსმენის ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა მიიღოს და გამოიძიოს საჩივრები და დაადგინოს საჯარო ადმინისტრაციის ის სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას და უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას. გამოძიებების მიზანია დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვიტოს საკითხები და თავიდან აიცილოს მათი გამეორება.

ომბუდსმენის ინსტიტუტის მთავარი ფუნქციაა ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტს ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება და რესურსები თავისი ფუნქციების შესასრულებლად. რადგან რეკომენდაციების სათანადოდ და დროულად შესრულებისთვის აუცილებელია ეფექტიანი მონიტორინგის არსებობა, ომბუდსმენის ინსტიტუტმა უნდა შექმნას ყოვლისმომცველი მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვების პროცესები.

რაც შეეხება სამხედრო ან პოლიციის ომბუდსმენის ინსტიტუტს, მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც საჭიროა უსაფრთხოების სექტორის კომპონენტებთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. ამას შესაძლოა დასჭირდეს სპეციალიზებული ორგანოების შექმნა, რომლებსაც ექნებათ განსაკუთრებული მანდატი შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირებისთვის.

სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა იყოს მთავრობისგან და იმ ორგანოებისგან დამოუკიდებელი, რომლის ზედამხედველობაც უნდა განახორციელოს. ამ ინსტიტუტის ფონდების მოძიება და მართვა უნდა ხორციელდებოდეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად.

ომბუდსმენის ინსტიტუტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა საქმეებს და პრიორიტეტებს მისდიოს და უნდა შეეძლოს საქმის ბოლომდე გამოძიება. ინსტიტუტს უფლება უნდა ჰქონდეს, აირჩიოს მუშაობის მეთოდები; კანონით გარანტირებული უნდა იყოს ომბუდსმენის ინსტიტუტის წვდომა ინფორმაციაზე. ომბუდსმენი უფლებამოსილი უნდა იყოს მიმართოს საზოგადოებას და მედიას. ომბუდსმენის ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება მოითხოვონ კონკრეტული პირების მათ წინაშე გამოცხადება ან კონკრეტული ინფორმაციის მიღება. ინსტიტუტებს, ასევე, უნდა შეეძლოთ თავიანთ ანგარიშში განაცხადონ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მათ უარი ეთქვათ თანამშრომლობაზე. საჯარო ანგარიშები მნიშვნელოვანი მეთოდია რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და იმ საკითხებზე ყურადღების მისაპყრობად, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ მოხვდებოდა საზოგადოების ან მედიის ყურადღების არეალში.

ამასთან, არ უნდა იყოს შეზღუდვა იმ პირების და ორგანიზაცების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ ომბუდსმენთან საჩივრის წარდგენა, თუ ეს საჩივარი ომბუდსმენის მანდატს შეესაბამება. ომბუდსმენის მომსახურება უნდა იყოს უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. უნდა არსებობდეს საჩივრების გადაცემის მთელი რიგი გზები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და ცხელი ხაზი. ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეწოდოს რეგულარული უკუკვება საჩივრის ან გამოძიების სტატუსის შესახებ. საჩივრის მიღებაზე უარის შემთხვევაში მხარეს უნდა შესთავაზონ დახმარება, რჩევა, ან მიუთითონ სხვა ალტერნატიული ორგანო, სადაც შეიძლება მიიღოს შესაბამისი დახმარება.

ომბუდსმენის ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან საჩივრების ავტორები შურისძიებისგან. უნდა მომზადდეს ინფორმაციის მართვის გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს კონფიდენციალობის დაცვას და შეიცავს კომუნიკაციის პოლიტიკას.

ზოგადად, ქმედით ომბუდსმენის ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და უფლებამოსილება. ეს შესაძლებლობები მკაფიოდ უნდა იყოს დადგენილი კანონმდებლობით. ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა ომბუდსმენი იყოს ფინანსურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი. მნიშნელოვანია თანამშრომლობის განვითარება სხვა საზედამხედველო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლება უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე.

წყაროები:

Benjamin Buckland and William McDermott, Ombuds Institutions for the Armed Forces: A Handbook, (DCAF 2012)

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

DCAF-UNDP (2007), Monitoring and investigating the Security Sector.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

Eden Cole and Katrin Kinzelbach (eds.), Monitoring and Investigating the Security Sector, (Bratislava: Renesans for UNDP, 2007)

Hans Born and Ian Leigh, Handbook on Human Rights and Fundamental Freedoms of Armed Forces Personnel, (ODIHR & DCAF, 2008)

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

Transparency International (2013) Watchdogs ? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

UNDP Bratislava Regional Centre, Guide for Ombudsman Institutions: How to Conduct Investigations, 2006.

 

[1] Dean M. Gottehrer (2009), “Fundamental Elements of an Effective Ombudsman Institution.”

[2] DCAF-UNDP (2007), Monitoring and investigating the Security Sector. p17.

[3] Universal Declaration Of Human Rights


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk