კეთილსინდისიერების შესახებ დათქმა ანტიკორუფციული ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის შემცირების მიზნით შექმნა 1990-იან წლებში მთავრობებისთვის საჯარო შესყიდვებში გამოსაყენებლად. კეთილსინდისიერების შესახებ დათქმა შეთანხმებაა მთავრობას ან მთავრობის ორგანოს (ეროვნულ ამ ადგილობრივ დონეზე) და სახელმწიფო ტენდერში მონაწილე ყველა წინადადების წარმომდგენს შორის.[1]

რა არის ანტიკორუფციული/კეთილსინდისიერების დათქმა?

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, კეთილსინდისიერების დათქმა ინსტრუმენტია, რომელიც შესყიდვების ტენდერის გამოცხადების და კონტრაქტის გაცემის ეტაპებზე კორუფციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. ამ დათქმით, ტენდერში მონაწილეები და მთვრობა ერთიან ხელშეკრულებაში დათქვამენ, რომ შეამცირებენ კორუფციის შესაძლებლობებს ტენდერის მიმდინარეობის პროცესში და მის შემდგომ.[2]

ჩვეულებრივ, კეთილსინდისიერების დათქმა თავდაცვის სფეროში მოიცავს სამ ძირითად მახასიათებელს. ესენია:

  • მოკლე კონტრაქტი, რომელშიც ტენდერის მონაწილეები და შემსყიდველი ორგანიზაცია დათქვამენ კონკრეტულ პირობებს მექრთამეობის წინააღმდეგ და მკაცრ წესებს გაუთქმელობის შესახებ. ამავე ხელშეკრულებაში მხარეები თანხმდებიან სანქციებზე, მათ შორის, ტენდერში მონაწილეობის უფლების აღკვეთის ზომაზე;
  • დამოუკიდებელი მონიტორის და ტექნიკური ექსპერტის დანიშვნა, რომელიც განიხილავს სატენდერო დოკუმენტებს და რეაგირებს ტენდერში მონაწილეების წუხილებზე და საჩივრებზე;
  • მექანიზმების არსებობა, რომლებიც ეხმარება დოკუმენტების და პროცესების საჯარო გამჭვირვალობის გაზრდას. ეს მექანიზმები ასევე ზრდის საზოგადოების ნდობას პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით.[3]

რატომაა მნიშვნელოვანი კეთილსინდისიერების დათქმა?

საერთაშორისო გამჭვირვალობა ხაზს უსვამს, რომ კეთილსინდისიერების დათქმა გამოიყენება სუსტი კანონების გასაძლიერებლად: დათქმაში განსაზღვრულია მოთხოვნები, რომელთა მიზანია ისეთი კორუფციული გარიგებების პრევენცია და თავიდან აცილება, რომლებიც შეაფერხებდა უსაფრთხოების სექტორის შესაძლებლობების განმტკიცებას და უმიზნოდ დახარჯავდა მწირ სახელმწიფო რესურსებს. ამ ტიპის ხელშეკრულებების არსებობა ასევე ხელს უწყობს ტენდერში მეტი მონაწილის მოზიდვას, ამაღლებს მათში პროცესისადმი ნდობას, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მონიტორინგს და ტექნიკურ ექსპერტიზას. კეთილსინდისიერების დათქმას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციით გამოწვეული მაღალი ფასის და არასათანადო შედეგების შემცირება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების მხარდაჭერის მიღება. დათქმაში განსაზღვრული სანქციები აფერხებს კორუფციის გავრცელებას.[4]

როგორ მუშაობს?

კეთილსინდისიერების დათქმაში განსაზღვრულია მხარეების უფლებები და მოვალეობები, რათა არც ერთმა მხარემ: არ გადაიხადოს, შესთავაზოს მეორე მხარეს, მოთხოვოს ან მიიღოს ქრთამი; არ შევიდეს გარიგებაში მონაწილესთან კონტრაქტის მიღების მიზნით; ან არ ჩაიდინოს ზემოთ აღნიშნული დარღვევები კონტრაქტის განხორციელების დროს. თავდაპირველად იდება ხელშეკრულება დათქმის განხორციელების შესახებ მთავრობას და იმ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის, რომელიც პასუხისმგებელია დათქმის მონიტორინგზე. ეს ხელშეკრულება ადასტურებს პოლიტიკურ ნებას დათქმის განხორციელებაზე, განსაზღვრავს შეთანხმების გაფორმების პროცესს და აღწერს თითოეული მხარის საქმიანობას, როლს და პასუხისმგებლობას. გამჭვირვალობა პროცესის ყველა ეტაპზეა აუცილებელი. კეთილსინდისიერების დათქმის შინაარსი შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის.[5]

საერთაშორისო გამჭვირვალობა განსაზღვრავს კეთილსინდისიერების დათქმის რამდენიმე საბაზისო კომპონენტს. ესენია:
  • ტენდერში მონაწილეების მიერ დათქმა და პირობის დადება ქრთამის შეთავაზებაზე და მიღებაზე უარის თქმის შესახებ
  • მთავრობის მიერ დათქმა და პირობის დადება, რომ მთავრობის მხრიდან მონაწილე კონსულტანტები და მრჩევლები არ შესთავაზებენ და არ მიიღებენ ქრთამს
  • შეზღუდვების დაწესება მთავრობის მოხელეებისთვის ტენდერში მონაწილე ფირმებში ან მათ პარტნიორებთან მუშაობაზე ტენდერის შემდგომ გარკვეული პერიოდით (ორი წლის განმავლობაში მაინც)
  • აგენტების და შუამავლების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება (ტენდერში მონაწილეები ვალდებული არიან გაამჟღავნონ ინფორმაცია ყველა საკომისიოს და ხარჯის შესახებ, რომელიც მათ გადაუხადეს სხვა სუბიექტებს კონტრაქტთან დაკავშირებით)
  • შეიძლება საჭირო გახდეს აგენტებისთვის თანხების გადახდის ან მათგან თანხების მიღების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება
  • ტენდერში მონაწილეებს სასურველია ჰქონდეთ ქცევის კოდექსი და შესაბამისობის პროგრამები დანერგილი საკუთარ კომპანიებში
  • დამოუკიდებელი მონიტორის ან მონიტორთა ჯგუფის დანიშვნა, რომელსაც შეუზღუდავად შეეძლება ყველა შეხვედრაზე დასწრება და ყველა მასალის და დოკუმენტის გაცნობა
  • ზოგიერთი ან ყველა დოკუმენტის და შეფასებების შედეგების გამოქვეყნება
  • ტენდერის შესახებ საჯარო მოსმენები და დისკუსიები
  • ტენდერში მონაწილეები უნდა შეთანხმდნენ, რომ დათქმის პირობების შეუსრულებლობის გამო ტენდერში მონაწილეობის უფლებას დაკარგავენ
  • დამატებითი სანქციების დაწესება, მაგალითად, მომავალ ტენდერებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
  • წახალისებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა[6]

კეთილსინდისიერების დათქმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია დამოუკიდებელი მონიტორინგი. უმეტეს შემთხვევაში, მონიტორები სამოქალაქო საზოგადოების წევრები ან ექსპერტები არიან, რომლებსაც ნიშნავს (და რომლის წინაშე ანგარიშვალდებულია) საერთაშორისო გამჭვირვალობის ფილიალი და მისი პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციები. დამოუკიდებელი მონიტორინგის სისტემის მიზანია დათქმის გამხორციელების და მხარეების მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.

ვინ მონაწილეობს?

კეთილსინდისიერების დათქმაში მონაწილეობა და მისი გამოყენება შეუძლიათ ცენტრალური, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენელ პირებს და სააგენტოებს, კერძო კომპანიებს (ტენდერში მონაწილეებს) და სამოქალაქო საზოგადოებას.

წყაროები:

Ben Magahy & Mark Pyman, Transparency International, Building Integrity and Reducing Corruption Risk in Defence EstablishmentsEthics and business conduct in defence establishments- the improvement of national standards. 2009.

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Council of Europe, Recommendation No R. (2000) 10 of the Committee to Member states on codes of conduct for public officials. 11 May 2000. Model code of conduct for public officials.

Council of Europe, 1999, Criminal Law Convention on Corruption.

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the financing of Terrorism.  

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime.

DCAF (2008) National Security Policy, Backgrounder. See new series here.

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. See new series here.

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder. See new series here.

DCAF (2015) Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009).

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.

McGuffog Tom (2011), “Improving value and certainty in defence procurement”, Public Money & Management, 31:6, 427-432

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency.

OECD, Convention on Combating Bribery of Foreign Public Officials in International Business Transactions.2011.

OSCE, Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security.

Royal Norwegian Ministry of Defence, 2011, Ethical Guidelines for Contact with Business and Industry in the Defence Sector.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Tysseland E. Bernt, “Life cycle cost based procurement decisions. A case study of Norwegian Defence Procurement projects” International Journal of Project Management, 26, 2008. 366-375.

Transparency International (2002), The Integrity Pact. The Concept, the Model and Present Applications: A Status Report. Available here.

Transparency International, (2009) The Integrity Pact. A powerful tool for clean bidding. Available here.

Transparency International. Integrity Pacts. See here.

Transparency International, (2011) Codes of Conduct in Defence Ministries and Armed Forces. What makes a good code of conduct? A multi-country study. International Security and Defence Programme.

United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

United Nations. General Assembly Resolution A/RES/51/59, 28 January 1997. Annex: International Code of Conduct for Public Officials.

UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention Against Corruption.

US Naval War College, Commander Raymond E Sullivan Jr., (ed) Resource Allocation: The Formal Process. July 2002.

Water Integrity Network, Integrity Pacts Tool Sheet. Available here.

 

[1] Water Integrity Network, Integrity Pacts Tool Sheet and Transparency International.

[2] TI Defence.

[3] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices. p 188.

[4] TI Defence.

[5] წყარო: TI . Integrity Pacts. Archive. Available here.

[6] TI – Defence, Integrity Pacts.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk