თავდაცვის პოლიტიკა უფრო ფართო კონცეფციის – ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის – ნაწილია. თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვის დაგეგმვას და მართვას, რომლებიც თანმიმდევრული ნაბიჯებია ამ პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით უშუალოდ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამდე. ამ კონცეფციებს ან ეტაპებს შორის გამყოფი ხაზები ხშირად ბუნდოვანია პრაქტიკაში. ზოგადად, თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს ყველაფერს – მიზნებიდან თავდაცვის ეროვნული ამოცანების მიღწევის გზებამდე და საშუალებებამდე – და ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული კოდექსებით და პრინციპებით.  

რა არის თავდაცვის პოლიტიკა?

თავდაცვის პოლიტიკა დებულებების, პრინციპების და ჩარჩოების ერთობაა, რომლებიც აკავშირებენ თეორიას (ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა) პრაქტიკულ ქმედებებთან (თავდაცვის დაგეგმვა, მართვა და განხორციელება). თავდაცვის პოლიტიკა სახელმძღვანელოსავითაა, რომლის მიზანია უზრუნველყოს, რომ ყველა მისი ასპექტი სრულდება გარკვეული წესით იმისათვის, რომ შესრულდეს გარკვეული ამოცანები, და ეს ხდება გარკვეული წესების დაცვით. კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები და კარგი მმართველობის პრინციპები გადმწყვეტი მნიშვნელობისაა ამ ეტაპზე.

რატომაა თავდაცვის პოლიტიკა მნიშვნელოვანი?

თავდაცვის პოლიტიკა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და მისი ამოცანების განხორციელების გზაზე. ეროვნული თავდაცვა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ბირთვია. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნული დაცულობის და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კარგად ფუნქციონირებადი და ეფექტიანი თავდაცვის სექტორი. თავდაცვის ხარჯები მთლიანი საჯარო სექტორის ხარჯების მნიშვნელოვან წილს შეადგენს და, ამის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვა ხდებოდეს ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით. თავდაცვის პოლიტიკის ფორმულირება უსაფრთხოების სექტორის რეფორმის და კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომების დანერგვის შესანიშნავი შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოხდეს შესაბამისი აქტორების, რესურსების და ძალისხმევის ჩართვა.

როგორ მუშაობს?

თავდაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოეწყოს თავდაცვის სექტორი.  არსებითია, რომ ყველაფერი იყოს დეტალებში გათვლილი და რომ ის ასრულებდეს თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირების ფუნქციას.  თავდაცვის პოლიტიკაში უნდა იყოს გათვალისწინებული მოცემული კონტექსტის განსაკუთრებულობა და მისგან გამომდინარე შესაძლებელი ვარიაციები. პოლიტიკამ უნდა დასახოს მიღწევადი  და რეალისტური ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევას, და ეს სრულდებოდეს ეროვნული და საერთაშორისო პრინციპების, სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. თავდაცვის პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკის ფორმირების პროცესის ყველა ეტაპი და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დაგეგმვის და მართვის ეტაპებზე, რადგან სწორედ აქ ყალიბდება კავშირი მიზანსა და საშუალებებს შორის. თავდაცვის პოლიტიკა საჯარო პოლიტიკაა და, ამდენად, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ აუდიტს და მონიტორინგს და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ვინ მონაწილეობს?

როგორც წესი, თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტს გამოსცემს თავდაცვის სამინისტრო ან ანალოგიური უწყება. დოკუმენტი შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც თავდაცვის სამინისტროს ‘თეთრი წიგნი’, ან როგორც პარლამენტის ან  საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა მსგავსი ორგანოს განცხადებებების და პუბლიკაციების ციკლი თავდაცვის საკითხებზე. როგორც წესი, პოლიტიკის ფორმულირების პროცესი ინიცირებულია საკანონმდებლო ორგანოების მიერ და, იდეალურ შემთხვევაში, მასში მონაწილეობს ყველა სამთავრობო უწყება, რომელსაც შეხება აქვს თავდაცვის სექტორთან. პროცესში ასევე უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კერძო ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, იმისათვის, რომ დოკუმენტი ასახავდეს ყველა შესაძლებელ საფრთხეს და ფაქტორს, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თავდაცვის პოლიტიკაზე.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

Christopher Lord (2011), “The political theory and practice of parliamentary participation in the Common Security and Defence Policy”, Journal of European Public Policy, 18:8, 1133-1150.

DCAF –UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. (2009)

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices. 

NATO (2012) Building Integrity Programme

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms. 

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები 


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk