hr0ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოდოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტიანობის ასამაღლებლად.

 

BI1ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებსაიტი

ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებ-პორტალზე წარმოდგენილი პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოდოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად.

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა შექმნილია ეროვნული საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მასში მონაწილეობა ქვეყნებისთვის ნებაყოფლობითია. პროგრამის გამოყენება ასევე შეუძლიათ ნატოს მოკავშირეებს, მაგალითად, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს  წევრებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დიალოგის წევრებს, სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივას და სხვა პარტნიორებს.

 

BI2თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების დანერგვის ცენტრის (CIDS) რესურსების განყოფილება

CIDS-ის ცენტრში თავმოყრილია საუკეთესო რესურსები თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე. ორგანიზაცია ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს – იქნება ეს საკურსო მასალები თუ პუბლიკაციები – და განათავსებს მათ ვებსაიტზე.  CIDS-ის ვებსაიტის რესურსების განყოფილება განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც სურს ამ საკითხებზე საბაზისო ინფორმაციის სწრაფი მოძიება.

 

BI3გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ (UNODC)

გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ (UNODC) ლიდერია მსოფლიოში არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამის და საერთაშორისო დანაშაულის პრევენციის ცენტრის შერწყმის შედეგად. UNODC მოქმედებს მსოფლიოს ყველა რეგიონში წამომადგენლობითი ოფისების საშუალებით. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა:

  • ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას არალეგალური ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში
  • კვლევები და ანალიტიკური სამუშაო, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე ცოდნის ამაღლებას და ქმნის მტკიცებულებათა ბაზას გადაწყვეტილებების მიღებისთვის პოლიტიკის და ოპერაციულ საკითხებში
  • ნორმატიული საქმიანობა, რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციასა და განხორციელებაში, ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის საკითხებზე  ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებაში.

 

BI4გაეროს ‘კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის’ სასწავლო ინსტრუმენტი

ეს ვებ-ინსტრუმენტი გაეროს გლობალური კომპაქტის და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროდუქტია. ინსტრუმენტი შედგება ექვსი ინტერაქტიული სასწავლო მოდულისგან, რომელთა მიზანია აუდიტორიისთვის გაეროს გლობალური კომპაქტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მე-10-ე პრინციპის  და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის გაცნობა. ინსტრუმენტის მომხმარებლები არიან  კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინსტრუმენტი შეუძლია გამოიყენოს ყველამ, ვინც მოქმედებს კომპანიის სახელით.

 

BI5UNODC TRACK ‘ანტიკორუფციული ცოდნის ინსტრუმენტები და რესურსები’

ეს არის UNODC-ის მიერ შემუშავებული ვებ-პორტალი, რომელიც მოიცავს სამართლებრივი ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ონლაინ კურსებს, ანტიკორუფციული ლიტერატურის ჩამონათვალს და სხვა რესურსებს. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) სამართლებრივი ლიტერატურის ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომს ხდის UNCAC-ისთვის რელევანტური კანონმდებლობის და იურისპრუდენციის ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შედგენილია 175 ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე  და რომელიც სისტემატიზებულია კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. TRACK-ის პორტალი აერთიანებს სამართლებრივ და სხვა ინფორმაციას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ქონების დაბრუნების საკითხებზე და საშუალებას აძლევს წევრ-სახელმწიფოებს, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს და საზოგადოებას, მოიძიონ ეს ინფორმაცია ერთ პორტალზე. აქვე განთავსებულია სასწავლო პლატფორმა, სადაც პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ანალიტიკური ინსტრუმენტების მოძიება შეუძლია მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

 

BI6UNODC SHERLOC

SHERLOC ინფორმაციის მართვის პორტალი შექმნილია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის და მისი პროტოკოლების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ პორტალზე მოცემულია ანტიკორუფციული კანონების ეროვნული მაგალითები, ასევე ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, და სხვა სასარგებლო რესურსები. პორტალზე ასევე წარმოდგენილია ქეისების მონაცემთა ბაზა, კანონმდებლობის მონაცემთა ბაზა, ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზა და ეროვნული კომპეტენტური ორგანოების ცნობარი. ქეისების ბაზა შეიცავს ქეისებს, რომლებიც შეეხება კორუფციას, გაყალბებას, კიბერდანაშაულს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს, ფულის გათეთრებას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში მონაწილეობას, მეკობრეობას, მიგრანტების არალეგალურ გადაყვანას, ცეცხლსასროლი იარაღის არალეგალურ გადატანას, კულტურული ფასეულობებით არალეგალურ ვაჭრობას, ბუნების და ტყის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ადამიანების ტრეფიკინგს და სხვა დანაშაულებს. კანონმდებლობის მონაცემთა ბაზა იმ კანონების ელექტრონული საცავია, რომლებიც დაკავშირებულია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის (UNTOC) დებულებებთან. ბიბლიოგრაფიული ბაზა წარმოადგენს მნიშვნელოვანი სტატიების ანოტაციებს, რომელთა მოძიება შესაძლებელია ქვეყნების, კვლევის მეთოდოლოგიის და საძიებო სიტყვების საშუალებით. დირექტორია შეიცავს იმ კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაციას, რომელთა უფლებამოსილებაა მიიღონ და რეაგირება მოახდინონ ორგანიზებული დანაშაულის საკითხებთან დაკავშირებული დახმარების თხოვნებზე.

 

BI7UNODC-ის მოპარული ქონების დაბრუნების ინიციატივა (StAR

StAR მსოფლიო ბანკის ჯგუფის და გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას ბოლო მოუღოს კორუფციის დაცული ზონების არსებობას.  StAR მუშაობს განვითარებად ქვეყნებთან და ფინანსურ ცენტრებთან კორუფციის შედეგად მიღებული რესურსების გათეთრების აღკვეთის და მოპარული ქონების სისტემატური და დროული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. 

StAR აკავშირებს მთავრობებს, მარეგულირებელ ორგანოებს, დონორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხელს უწყობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას და კორუფციის შეკავების, დეტექტირების და მოპარული ქონების ამოღების ზომებს.

 

bi8საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთი, თავდაცვა და უსაფრთხოება

ეს პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში კორუფციის არსებობის აღიარებას  და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას კორუფციის რისკების შესამცირებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა თანამშრომლობს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ასამაღლებლად; პროგრამა ასევე მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან საერთაშორისო სამხედრო შესყიდვებში საწარმოო სტანდარტების ამაღლებისთვის და ხელს უწყობს თავდაცვის სექტორში ანტიკორუფციული ექსპერტიზის ცენტრების და საერთაშორისო ქსელების შექმნას.

 

bi9საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული ლექსიკონი

ეს ლექსიკონი შესანიშნავი რესურსია, რომელიც გვთავაზობს კორუფციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე, ნათელ და ადვილად გამოსაყენებელ განმარტებებს. მარტივი სტრუქტურის გამო, ლექსიკონი მიმზიდველი და სასარგებლო ინსტრუმენტია ფართო საზოგადოებისთვის.

 

bi10საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული დათქმები

 ანტიკორუფციული დათქმები გამოიყენება საჯარო შესყიდვებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ანტიკორუფციული დათქმა შეთანხმებაა კონტრაქტის გამფორმებელ სამთავრობო სააგენტოს და ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას თავი შეიკავონ ქრთამის აღების, გარიგების და სხვა კორუფციული ქმედებებისგან კონტრაქტის მსვლელობისას. ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ანტიკორუფციული დათქმები მოიცავს მონიტორინგის სისტემებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები.

 

bi11გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა დონორების გაერთიანებაა, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მონაწილეობას.

 

bi12CleanGovBiz რჩევათა კრებული

რჩევათა კრებული შეიცავს  პრაქტიკულ რჩევებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. ის აერთიანებს ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ჯანსაღი სისტემის დანერგვას, კორუფციული პრაქტიკის პრევენციას, კორუფციის დეტექციას, დარღვევებზე სამართალდევნას და კორუფციის შედეგების გამოსწორებას.

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რჩევათა კრებული წარმოადგენს:

  • პრიორიტეტების საკონტროლო სიებს
  • მითითებებს განხორციელებისთვის, საუკეთესო გამოცდილების მაგალითებით
  • არსებულ სტანდარტებს და ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებს,  ქეისებს, და საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ ანალიტიკურ მასალას.

 

bi13გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო სფეროში ხარჯვის სტანდარტიზებული საერთაშორისო ანგარიშგებისთვის

ინსტრუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს სამხედრო ხარჯების შემცირების კონკრეტული ზომების შემუშავებას. ინსტრუმენტი აუმჯობესებს გამჭვირვალობას სამხედრო საქმეებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის. ის წარმოადგენს მოდელს, რომელსაც ეფუძნება ანგარიშგების მსგავსი ინსტრუმენტები, მაგალითად, ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ეუთო.

 

bi14SIPRI-ის სამხედრო ხარჯების მონაცემთა ბაზა

SIPRI-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით – უფრო ხშირად, თავდაცვის სფეროში ხარჯვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენისას. ეს მონაცემთა ბაზები წარმოადგენს ისტორიულ არქივს, რომელიც სასარგებლოა იმის გასაანალიზებლად, თუ რა მუშაობს და რა არა თავდაცვის სფეროში ხარჯების გაწევისას.

 

bi15ევროპის თავდაცვის სააგენტოს შესყიდვების პორტალი

ეს ინსტრუმენტი თავდაცვის სფეროში ღია კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ტენდერების ჩატარების საშუალებას იძლევა, პორტალს მართავს ევროპის თავდაცვის სააგენტო. პორტალი ხელს უწყობს შესყიდვების საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს ჩაატარონ ტენდერები თავდაცვის სფეროში კონტრაქტის მოპოვებაზე გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით; ვებ-პორტალი თანასწორ შესაძლებლობებს უქმნის თავდაცვის კონტრაქტის მოსაპოვებლად თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ხელს უწყობს გამჭვირვალობას, აძლიერებს კონკურენტულობას და საფუძველს ქმნის თავდაცვის აღჭურვილობის ევროპული ბაზრის (EDEM) შექმნისთვის.

 

bi16ევროპელი პარტნიორები კორუფციის წინააღმდეგ (EPAC)

EPAC დამოუკიდებელი, არაფორმალური ქსელია, რომელიც აერთიანებს 60 ანტიკორუფციულ და პოლიციის ზედამხედველობის ორგანოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან. EPAC წარმოადგენს პლატფორმას, სადაც პრაქტიკოსებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მოიძიონ შესაძლებლობები და ითანამშრომლონ თავიანთი ქვეყნების საზღვრებს გარეთ საერთო სტრატეგიების და მაღალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე.

 

bi17ნატოს მხარდაჭერის და შესყიდვების სააგენტო

ნატოს მხარდაჭერის და შესყიდვების სააგენტო (NSPA) მომხმარებლების მიერ დაფინანსებული სააგენტოა, რომელიც  მოქმედებს არამომგებიან/არაწამგებიან საწყისებზე. NSPA ნატოს მხარდაჭერის და შესყიდვების ორგანიზაციის (NSPO) აღმასრულებელი ორგანოა, რომლის წევრები არიან ნატოს 28 წევრი ქვეყანა. NSPA ახორციელებს ნატოს ლოგისტიკის და პროკურმენტის ხელშემწყობ საქმიანობას და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის მულტინაციონალურ მხარდაჭერას. NSPA ეხმარება ნატოს ახალი მომხმარებლების და გეოგრაფიული არეალების მოძიებაში და ახალი შესაძლებლობების განვითარებაში შემდეგ სფეროებში:

  • ოპერაციების და წვრთნის მხარდაჭერა
  • სისტემების პროკურმენტი და მათი ექსპლუატაციის მართვა
  • საწვავის მართვა
  • სტრატეგიული ტრანსპორტირება და დასაწყობება
  • ლოგისტიკური მომსახურება და პროექტის მართვა

 

bi18მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა: მექრთამეობის  წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები

კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა (PACI) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლაბორაციული ძალისხმევაა. ინიციატივა  აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთავრობებს კორუფციის,  გამჭვირვალობის და ახალი ბაზრების რისკებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.  ინიციატივის საქმიანობას საფუძლად უდევს მისი წევრი კომპანიების საჭიროებები და ინტერესები.

 

bi19U4 ანტიკორუფციული რესურს-ცენტრი

U4 გვთავაზობს ანტიკორუფციულ მასალებს, მათ შორის კვლევებს, ფართომასშტაბიანი ონლაინ რესურს-ცენტრის საშუალებით. U4 ატარებს ქვეყნებში სასწავლო-სამუშაო შეხვედრებს და ონლაინ კურსებს ანტიკორუფციული ზომების და სტრატეგიის საკითხებზე პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.

 

bi48 პარტნიორობა ღია მთავრობისთვის (OGP)

OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, მიიღოს მთავრობებისგან კარგი მმართველობის განმტკიცებისთვის საჭირო კონკრეტული ვალდებულებები  გამჭვირვალობის მხარდაჭერის, მოქალაქეების უფლებამოსილების გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

 

bi47სამოქმედო სამუშაო ჯგუფი ფინანსურ საკითხებზე (FATF)

FATF სამთავრობოთაშორისი ორგანოა, რომელიც შეიქმნა 1989 წელს ჯგუფის წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ და მისი მიზანია სტანდარტების დადგენა და ეფექტური სამართლებრივი, მარეგულირებელი და საოპერაციო ზომების განხორციელება ფულის გათეთრების და ტერორიზმის ფინანსირების წინააღმდეგ და საერთაშორისო ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, FATF „პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოა“, რომელიც ქმნის პოლიტიკურ ნებას ამ სფეროში ეროვნული სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმების გასატარებლად.

 

bi44სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO)

GRECO დააფუძნა 1999 წელს ევროსაბჭომ საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO-ს მიზანია გააუმჯობესოს წევრების შესაძლებლობები შეებრძოლონ კორუფციას ევროსაბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის გზით და ურთიერთშეფასების და კოლეგიალური ზეწოლის დინამიკური პროცესების გამოყენებით. ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს, დაადგინონ ხარვეზები თავიანთ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და სთავაზობს მათ საჭირო სამართლებრივ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ რეფორმებს. GRECO წარმოადგენს პლატფორმას კორუფციის პრევენციის და დეტექტირების საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

bi40სამართლებრივი ურთიერთდახმარების თხოვნის ინსტრუმენტი

UNODC-ის მიერ შემუშავებული ეს ინსტრუმენტი ეხმარება სახელმწიფოებს თხოვნების შედგენაში და ხელს უწყობს და განამტკიცებს საერთაშორისო თანამშრომლობას.

ინსტრუმენტი:

  • ფაქტიურად არ მოითხოვს სამართლებრივი დახმარების თხოვნის შედეგების გამოცდილებას ან ცოდნას
  • უზრუნველყოფს, რომ თხოვნა არ იყოს არასრული და, შესაბამისად, ამცირებს დაგვიანებული პასუხის და უარის თქმის შესაძლებლობას
  • ადვილად მიესადაგება ნებისმიერი ქვეყნის სუბსტანტიურ და პროცედურულ კანონმდებლობას
  • საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესახებ
  • წარმოადგენს ინტეგრირებულ მონიტორინგის სისტემას შემავალი და შესრულებული თხოვნების შესახებ

 

bi20

კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის საბჭო-PPP პროექტების ცნობარი

პროექტების ცნობარი, რომელიც შეადგინა კანადის კერძო-საჯარო პარტნიორობის საბჭომ, მკითხველს წარმოუდგენს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, მათ პროგრესს და სტატუსს. პროექტები ორგანიზებულია სექტორების და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ცნობარი კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მიმოხილვაა, რომლებიც ხელს უწყობენ გამჭვირვალობას და საჯარო ზედამხედველობას.

სხვა საინფორმაციო ინსტრუმენტები:

 

bi21P3 Bulletin  Project Tracker

 

bi22Infra PPP Project Tracker