გენდერი შეეხება ქალის და კაცის როლებთან დაკავშირებულ სოციალურ ატრიბუტებს და შესაძლებლობებს, აგრეთვე, ურთიერთობებს ქალებს, კაცებს, გოგონებს და ბიჭებს შორის. რადგან გენდერი სპეციფიკურია დროის და კონტექსტის მიხედვით, ეს ატრიბუტები, შესაძლებლობები და ურთიერთობები სოციალურად კონსტრუირებულია. გენდერი განსაზღვრავს, თუ რა არის მოსალოდნელი, დასაშვები და დასაფასებელი ქალში და კაცში მოცემულ კონტექსტში. საზოგადოებების უმეტესობაში არსებობს განსხვავებები და უთანასწორობა ქალებს და კაცებს შორის მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობების, საქმიანობების, რესურსების ხელმისაწვდომობის და კონტროლის, აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებში.

რას ნიშნავს „გენდერი“?

ქალის და კაცის თანასწორობა (გენდერული თანასწორობა) გულისხმობს ქალების, კაცების, გოგონების და ბიჭების თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს და საშუალებებს.  თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი და კაცი ერთი და იგივე გახდება, არამედ იმას, რომ ქალის და კაცის უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ იქნება განსაზღვრული იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად.  გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება როგორც ქალის, ისე კაცის  ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და კაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღიარებით. გენდერული თანასწორობა ქალის საკითხი არაა – ის სრულად ეხება კაცებს, ისევე როგორც ქალებს. ქალის და კაცის თანასწორობა ადამიანის უფლებაც არის და  ხალხზე ორიენტირებული მდგრადი განვითარების წინაპირობა და ინდიკატორიც.

რა არის გენდერული თანასწორობა?

 გაეროს ქალთა ორგანიზაციის[1] განსაზღვრებით, გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალებს და კაცებს თანასწორი პირობები აქვთ ადამიანის უფლებების სრულად განხორციელებისთვის და ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში მონაწილეობის და მისგან სარგებლის მიღებისთვის. ამდენად, გენდერული თანასწორობა არის საზოგადოების მიერ ქალებს და კაცებს შორის მსგავსებების და განსხვავებების და მათი როლების თანაბარი დაფასება. ის ეფუძნება პრინციპს, რომ ქალები და კაცები არიან თანასწორი პარტნიორები სახლში, თემში და საზოგადოებაში. გენდერული თანასწორობა იწყება გოგონების და ბიჭების თანაბრად დაფასებით.

მსოფლიო ბანკის[2] განსაზღვრებით, გენდერული თანასწორობა გულისხმობს  თანასწორობას კანონის წინაშე, შესაძლებლობების თანასწორობას (რომელიც მოიცავს სამუშაოს ანაზღაურების თანაბრობას და ადამიანური კაპიტალის და სხვა საწარმოო რესურსების  ხელმისაწვდომობას) და ხმის თანასწორობას (რაც გულისხმობს განვითარების პროცესებზე ზეგავლენას და მასში მონაწილეობის შესაძლებლობას). ეს განსაზღვრება არ გულისხმობს გენდერულ თანასწორობაში შედეგების თანასწორობას ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ სხვადასხვა კულტურებს და საზოგადოებებს შეიძლება სხვადასხვა გზა ჰქონდეთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად, და მეორე ის, რომ თანასწორობა გულისხმობს ქალების და კაცების თავისუფლებას, აირჩიონ სხვადასხვა როლები და შედეგები თავიანთი პრეფერენციების და მიზნების შესაბამისად.  

უსაფრთხოების სექტორის მმართველობის თანამედროვე პროგრამებით, გენდერის განზომილება ჩართულია უსაფრთხოების მიმწოდებლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების საჭიროებები.

საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებები

ქალების მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეკრულება (CEDAW)[3] შეიცავს უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებულ რამდენიმე სამართლებრივ ვალდებულებას, მათ შორის:

  • სამართლებრივი და სხვა ზომების მიღებას, რომლებიც კრძალავენ ქალების მიმართ დისკრიმინაციას;
  • ქალების თანასწორ მონაწილეობას სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებაში;
  • ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას დასაქმებაში;
  • ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალების სრულფასოვან განვითარებას და წინსვლას, რათა მათ შეეძლოთ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების თანაბრად გამოყენება.

ბეიჯინგის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა-ში(1995)[4] ჩამოყალიბებულია კონკრეტული ნაბიჯები მთავრობების, საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  ბრძოლაში და  გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, უსაფრთხოების სექტორის ჩათვლით.

რეგიონული ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს გენდერული თანასწორობის პირობებს, შემდეგია:

 

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325

უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კონტექსტში მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალების, მშვიდობის, და უსაფრთხოების შესახებ განსაზღვრავს სამართლებრივად სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს გენდერის თანასწორობისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325[9], რომელიც მიღებულია 2000 წელს, ყველაზე გავლენიანი რეზოლუციაა, რადგან ბევრმა წევრმა ქვეყანამ მიიღო მისი განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმა.

2013 წლის ივნისში უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2106 კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის პრევენციის შესახებ და ამით გააძლიერა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგი. რეზოლუცია, რომლის თანასპონსორები იყვნენ დიდი შვიდეულის პარტნიორი ქვეყნები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის სიტუაციებში სექსუალური ძალადობის ფართოდ  გავრცელებას შეუძლია გაამძაფროს და გაახანგრძლივის შეიარაღებული კონფლიქტი და ხელი შეუშალოს საერთაშორისო არენაზე მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენას.

უშიშროების საბჭოს 7533-ე შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა 2015 წლის ოქტომბერში, ერთხმად მიიღეს  რეზოლუცია 2242 (2015), „ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის ისტორიული დოკუმენტის“ განხორციელების ხელშესაწყობად. საბჭომ გადაწყვიტა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული წუხილები ჩაერთო ყველა დღის წესრიგში, კონკრეტული ქვეყნების სიტუაციების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა უზრუნველყოფს უსაფრთხოების მიმწოდებლების ინკლუზიურ და სრულფასოვან ურთიერთობას მოქალაქეებთან და სერვისის გაზრდილ ეფექტიანობას. უსაფრთხოების სხვადასხვა  მიმწოდებლებს უხდებათ გენდერის კონკრეტულ  საკითხებზე მუშაობა, რაც, ზოგ შემთხვევაში, მოითხოვს სპეციფიკურ ტრენინგს და უნარ-ჩვევების განვითარებას.

კეთილსინდისიერების განმტკიცება და გენდერი

ნატო უშუალოდ მუშაობს კეთილსინდისიერების განმტკიცების გენდერის განზომილების საკითხზე[10]. გენდერის საკითხი ინტეგრირებულია კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის მეთოდოლოგიაში და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავებისას. გენდერული ბალანსი ყოველთვის გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების განმტკიცების მობილური გუნდების და ექსპერტების შერჩევისას. კონფერენციები და სემინარები ხელს უწყობს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამებში გენდერული განზომილების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას.[11]

 

წყაროები:

DCAF-ODIHR-UN-INSTRAW (2008) Security Sector Reform and Gender Toolkit

DCAF (2016) Teaching Gender in the Military: A Handbook 

DCAF (2015) Gender and Complaints Mechanisms: A Handbook for Armed Forces and Ombuds Institutions 

DCAF (2011) Gender Self-Assessment Guide for the Police, Armed Forces and Justice Sector 

DCAF (2014) Integrating Gender into Internal Police Oversight 

NATO (2014), The NATO Building Integrity Programme and Gender.

[1] იხ. http://www.un.org/womenwatch/osagi/conceptsandefinitions.htm

[2] იხ. http://www.worldbank.org/en/topic/gender

[3] იხ. http://www.ohchr.org/EN/HRBodies/CEDAW/Pages/CEDAWIndex.aspx

[4] იხ. http://www.un.org/womenwatch/daw/beijing/pdf/BDPfA%20E.pdf

[5] იხ. http://www.achpr.org/instruments/women-protocol/

[6] იხ. http://www.oas.org/juridico/english/treaties/a-61.html

[7] იხ. http://www.oas.org/juridico/english/treaties/a-61.html

[8] იხ. http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32006L0054

[9] იხ. http://www.un.org/womenwatch/osagi/wps/#resolution

[10] იხ. http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_107900.htm?selectedLocale=fr

[11] იხ. http://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_topics/150604-Factsheet_BI-Program-Gender.pdf