
ქცევის კოდექსი
ქცევის (ეთიკის) კოდექსი წესების და რეკომენდაციების ნაკრებია, რომელსაც იღებენ კომპანიები, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო ჯგუფები და ა.შ.. ეთიკის კოდექსის მიზანია მეგზურობა გაუწიოს ორგანიზაციის თანამშრომლების ქცევას იდეალების და ღირებულებების დადგენის გზით.