კეთილსინდისიერება ნიშნავს ვალდებულებების შესრულებას პატიოსნად და სრულად. პროცესი ითვლება კეთილსინდისიერად, თუ ის მიმდინარეობს ისე, როგორც იყო განზრახული, და შეესაბამება იმ საერთო სისტემას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს.ორგანიზაცია კეთილსინდისიერია, თუ ის საქმიანობას ახორციელებს სათანადო ანგარიშვალდებულებით და კომპეტენციით. ასეთ ორგანიზაციაში რესურსები არ არის გადამისამართებული არაპატიოსანი, კერძო საჭიროებებისთვის. ინდივიდი კეთილსინდისიერია, თუ ის თავის საქმიანობას ასრულებს კომპეტენტურად, პატიოსნად და სრულად. კეთილსინდისიერების შეფასება ხდება აუდიტის ან კვლევის საშუალებით.

 

რას ნიშნავს კეთილსინდისიერების განმტკიცება?

კეთილსინდისიერების განმტკიცება უცილობელი კომპონენტია კარგი მმართველობის სტრატეგიებისა, რომლებიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების სისტემის რეფორმას. უსაფრთხოების სისტემის რეფორმა პოლიტიკური და ტექნიკური პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორის ფუნქციის გაუმჯობესებას. დღესდღეობით ნატო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა, რომელიც სათავეში უდგას კეთილსინდისიერების განმტკიცებაზე მიმართულ ძალისხმევას. ნატო ახორციელებს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამას, რომელიც გულისხმობს ამ სფეროში უნარების გაძლიერებას და სთავაზობს ქვეყნებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცებისთვის და თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებში რისკის შემცირებისთვის.

 

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

კორუფცია მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია თანამედროვე საზოგადოებების განვითარების, უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის. კორუფცია ამცირებს ნდობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ და ასუსტებს შეიარაღებული ძალების ეფექტიანობას. კორუფცია უსაფრთხოების სექტორში მნიშვნელოვნად აზარალებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სექტორებსაც: ეროვნული ბიუჯეტიდან ხდება რესურსების გადამისამართება, რის შედეგადაც კლებულობს ინვესტიციები განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ინოვაციების და განვითარების სფეროებში. კორუფცია ასევე ამცირებს ჯარის ბრძოლისუნარიანობას და ასუსტებს ეროვნულ თავდაცვით შესაძლებლობებს.

როგორ მუშაობს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები?

როგორც წესი, კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები უსაფრთხოების სექტორის ფართო რეფორმის ნაწილია. ამასთან, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს კარგი მმართველობის დამკვიდრების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი ძალისხმევის პარალელურად. უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე კეთილსინდისიერების პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ, რამდენადაც შესაძლებელია, პროგრამა იყოს ყოვლისმომცველი და, ამავე დროს, რეალისტური: მისი მიზნები უნდა იყოს მიღწევადი კონკრეტულ კონტექსტში.

  • რისკის შეფასება და სამოქმედო გეგმა

კეთილსინდისიერების განმტკიცების გზაზე პირველი ნაბიჯია კორუფციის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათზე რეაგირების გეგმის/სტრატეგიის შემუშავება. მთავრობებისა და უსაფრთხოების სექტორის პერსონალისთვის ხელმისაწვდომია შეფასების და დაგეგმვის ინსტრუმენტები, მაგალითად, NATO-DCAF-ის კეთილსინდისიერების თვითშეფასების პროცესი  და  CIDS-TI-ის კეთილსინდისიერების სამოქმედო გეგმა.

  • ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა

კეთილსინდისიერების განმტკიცების არსებითი კომპონენტია მარეგულირებელი და სამართლებრივი ბაზის არსებობა, აგრეთვე, ქცევის კოდექსის და ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.

  • სწორი ბიუჯეტირება და ფინასური დაგეგმვა

დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბიუჯეტირებას და ფინანსურ დაგეგმვას. დაგეგმვა უნდა მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად და საშუალო და გრძელი ვადით.

  • ტრენინგი და განათლება

განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სექტორის იერარქიის ყველა დონეზე. ამდენად, აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის ტრენინგზე მკვეთრი აქცენტის გაკეთება. სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის ხელმისაწვდომია კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია ნატოს, DCAF-ის, CIDS-ის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის და სხვა ორგანიზაციების და ინსტიტუტების მიერ.

  • მონიტორინგი და ზედამხედველობა

კეთილსინდისიერების განმტკიცებაზე მიმართული ძალისხმევის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა ზედამხედველობის სისტემის შექმნა. ეს შეიძლება მოიცავდეს შიდა და გარე ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის: ინსპექტორებს, ზედამხედველობის კომიტეტებს, აუდიტორებს და ომბუდსმენს. პარლამენტები და მთავრობები არსებით როლს თამაშობენ ამ პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სექტორის დეტალურად შესწავლის უფლება იმისათვის, რომ შეიქმნას ჯანსაღი კონტროლის და ბალანსის გარემო კორუფციასთან საბრძოლველად.

ვინ არის ჩართული კეთილსინდისიერების განმტკიცების პროცესში?

რადგან კეთილსინდისიერების განმტკიცება ყოვლისმომცველი პროცესია, მასში მონაწილეობენ მთელი რიგი ინსტიტუტები. ეროვნულ დონეზე, კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამებს შეიმუშავებენ მთავრობები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (პარლამენტი, სამინისტროები, კომიტეტები და სხვა) ერთად და ისინი ჩართულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამას ახორციელებს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი და მას ზედამხედველობას უწევს პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება და ზედამხედველობის სხვა ინსტიტუტები. პროცესს საფუძვლად უდევს ეროვნული კანონმდებლობა. საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ტრენინგს, ინსტრუქტირებას და გარე ზედამხედველობას. სახელმწიფოები ერთმანეთს უზიარებენ წარმატებულ გამოცდილებას და მაგალითებს. და ბოლოს, მთლიანი პროცესი ფორმალიზებულია საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებით.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform. See new Backgrounder series here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A handbook for civil society organizations.

DCAF, (2012), Guidebook: Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

DCAF (2012), Ombuds Institutions for the Armed Forces: a Handbook.

DCAF Project: Ombuds Institutions for Armed Forces, List of publications.

IMF (2007) Code of Good Practices on fiscal transparency

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2014), Building Integrity: Process and Impact Montenegro.

NATO (2015), Building Integrity Self-Assessment Questionnaire and Peer Review Process. A diagnostic tool for national defence establishments.

NATO (2012) Building Integrity Programme

NATO-DCAF (2009). Integrity Self-Assessment Process: A Diagnostic Tool for National Defence Establishments.

NATO (2015), Building Integrity Course Catalogue.

OECD (2002) Best practices for Budget transparency. Available here.

Royal Norwegian Ministry of Defence (2011) Ethical guidelines for contact with business and industry in the defence sector

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Transparency International: Government Defence Anti-Corruption Index 2013

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

UNDP-DCAF (2007) Monitoring and Investigating the security sector.