დღესდღეობით თავდაცვის ინსტიტუტებს მთელი რიგი გამოწვევები აქვთ თავიანთ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მრავალ ქვეყანას დასჭირდა კონვენციური საბრძოლო უნარების შენარჩუნება მაშინ, როცა ამავე დროს ავითარებდა სამშვიდობო და ამბოხების ჩამხშობ ფუნქციებს. გარდა ამისა, თავდაცვას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები დაეხმაროს სამოქალაქო ხელისუფლებას განსაკუთრებული სიტუაციების დროს, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების დროს.

ყველა ამ როლის შესრულება უამრავ რესურსს მოითხოვს. საქონლის და მომსახურების შესყიდვა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პოლიტიკის ამოცანების შესასრულებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო თავდაცვის სექტორის პერსონალი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკუთარ ქმედებებზე.

სამხედრო ერთეულებს, რომლებიც შედიან თავდაცვის სექტორში, უნდა ჰქონდეთ სეგმენტირებული როლები, რათა არ მოხდეს როლების დუპლიკაცია. სამხედრო პერსონალი უნდა იყოს ანგარიშვალდებული კანონის წინაშე.

წყაროები:

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009).

Valeri Ratchev, Civilianisation of the Defence Ministry: A Functional Approach to a Modern Defence Institutions, 2011.

Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010)

Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011).

IASSRTF, Defence Sector Reform Policy (DPKO for UN IASSRTF, 2011).


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk