უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრი (DCAF) არის ფონდი, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გზით უსაფრთხოების სექტორის მმართველობის გაუმჯობესების საკითხებზე. DCAF-ის საქმიანობა მიმართულია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მმართველობაში საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად. ამ პროცესის საფუძველია იმის აღიარება, რომ მშვიდობის სტაბილურობის უცილობელი წინაპირობაა უსაფრთხოება, განვითარება და კანონის უზენაესობა. DCAF ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, გენდერის მიმართ სენსიტიურობის და ადგილობრივი პროგრამების შემუშავების პრინციპებით, რომლებიც ქმნის საფუძველს დემოკრატიულად ლეგიტიმური და მდგრადი რეფორმის პროცესების მხარდაჭერისთვის.  

DCAF მუშაობს მთავრობებთან, პარლამენტებთან, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან, დამოუკიდებელი ზედამხედველობის უწყებებთან (ომბუდსმენის ინსტიტუტი), სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეყნებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერას, პრაქტიკულ დახმარებას და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს, შეიმუშავებს და განამტკიცებს ნორმებს და სტანდარტებს, ატარებს კვლევებს პოლიტიკის შემუშავების მიზნით და განსაზღვრავს საუკეთესო პრაქტიკას და რეკომენდაციებს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ხელშესაწყობად.

DCAF შეიქმნა 2000 წელს შვეიცარიის მთავრობის ინიციატივით. DCAF იმართება ფონდის საბჭოს მიერ და მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ჟენევაში. DCAF-ს აქვს მუდმივი წარმომადგენლობები ბეირუთში, ბრიუსელში, ლუბლიანაში, რამალაში და ტუნისში. ცენტრს ჰყავს 150-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც წარმოადგენენ 30-ზე მეტ ქვეყანას.